კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:28

 

მთარგმნელი: რომანოზ ბებიაშვილი

 

ვუძღვნი ს.აბაშელს

 

შორს იტაცებდა ჩემს ოცნებას მიმქრალი ჩრდილი,

მიმქრალი ჩრდილი მიმქრალის დღის, ძალ მილეული.

კოშკზე ვიდოდი და მის კიბე მთლად ირყეოდა,

მთლად ირყეოდა ჩემს ფერხთაგან დამძიმებული.


რაც ზე ვიდოდი, უფრო ცხადად მეხატებოდა,

მეხატებოდა ცის ფერადი ნაზ სურათადა

და უცნაური, უჩვევი ხმა შორით ისმოდა,

შორით ისმოდა უჩვევი ხმა ქვეყნად და ცადა.


მაღლა ასული ნათლად ვმზერდი, შუქი რომ ერტყა,

შუქი რომ ერტყა მთვლემავ მთების მაღალ მწვერვალებს,

გამოსალმების სუსტის შუქით თითქოს ჰკოცნიდნენ,

თითქოს ჰკოცნიდნენ ამ სიტურფით დამთვრალ ჩემს თვალებს.


ძირს, ჩემსა დაბლა, უკვე ღამემ დაისადგურა,

დაისადგურა ძილად წასულ მიწისათვისა,

მარტოდენ ჩემთვის დღის მნათობი კვალად ბრწყინავდა,

კვალად ბრწყინავდა ჩემს გარშემო წიაღი ცისა.


და მე შევიგენ მიმქრალ აჩრდილთ იდუმალება,

იდუმალება ფერწასულის, მიმქრალის დღისა,

თან ზე ვიდოდი და საფეხურთ გაჰქონდათ რყევა,

გაჰქონდათ რყევა, როს ჰხვდებოდა ჩრდილი ფეხისა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen