კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:36

 

ნეტა ვინ მისცა ჭაბუკს ამგვარი.

სწრაფვა, გონება, გრძნობა და ნება,

რომ გადალახა ბედის საზღვარი

და დაუტოვა ქართლს თვისი ცნება!


უგულო ტრფობის დაჰგმო შაირი,

მდარე სპარსელი მგოსნის ნაირი,

კაცთა კაცობის, ზნის შემხუთავი

და აზეიმა სული უკვდავი.


სირცხვილის ჭირი მოგვხადა ყველას,

როს ააჟღერა ჩანგი გრძნეული,

სად ობოლ სულის ხატება ელავს,

სატრფოს თვალებზე ცრემლად ქცეული.


თუმცა არ ზრდიდა ბედი აზიზად, -

ის დარჩა მაინც გაუბაწრავი

რადგან ჰხიბლავდა ჯვარი ვაზისა

ვაზი, დამცხრალი ნინოს ნაწნავით.


ის იყო კაცი მიწის და ცისაც,

ჩათვლილი ორთავ სამყაროს ღირსად.

იგი ღვთისმშობელს ტანჯვით გაჰყურებს,

თან აჯადოებს სატრფოს საყურე.


ბუნსა და ღამეს ძლევდა ვაჟკაცი

დილის ნათელით და მას კაშკაშით,

მთაში მიფრინავს დალალაშლილი

უცხო მხედარი - ბარათაშვილი.


ჩამოიტოვა მთანი ტყიანი,

შემოეყარა გუდამაყარი.

მთაში არაგვის მისწვდა გრიალი

და თქვა სიმღერა მუდამ ახალი.


შისი ქართულის მხიბლავს იერი,

ჩანგი წარმტაცი და მშვენიერი,

ვით რუსთაველის სიტყვის თილისმა.

და ღაღადისი ავთანდილისა.


ღაღადი იგი არ მომწყინდება,

რადგან შესძინა მამულს დიდება,

რადგან მსოფლიო მგოსანთა შორის

ისიც ვახილე მხარდამხარ მსრბოლი.


მხიბლავს ჭაბუკი მგოსნის ჩვენება,

როცა შევსცქერი ცაში ორიონს

და მესმის შმაგი მერნის ჭენება,

პანგი ქართული, საკაცობრიო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen