|
ყველგან გვყოლოდეს ადამიანნი თქვენებრივ მხნე და გულისხმიერი, რომ წვრილმანსაც კი ყურადღებისა და მზრუნველობის აჩნდეს იერი... ჩემს აქ ყოფნაში მე ეს ვიგრძენი, ყველასი დიდად ვარ მადლიერი.
ახალ ლექსებით და ყვავილებით, იმ ხეივანის მუხა და ფიჭვი მე მიფარავდნენ მზიურ ჩრდილებით. გამხნევებული ვარ ამ ზაფხულის დაუვიწყარი შთაბეჭდილებით. |


