კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:11

 

როდი გვიყვარს ბევრი ძილი,

მზესთან ერთად ვდგებით დილით

- ვინ გისწორებთ ლოგინს ნეტავ?

ალბათ დედა.

- უჰ, რას ბრძანებთ,

ჩვენ ვისწორებთ მზესთან ერთად.


მერე, ვიდრე აივანზე

გვესტუმრება ჩრდილი ხეთა,

ერთი! ორი! ვითვლით ასე,

თან ვვარჯიშობთ მზესთან ერთად.


მზესთან ერთად ვიბანთ ხელ-პირს,

ვისაუზმებთ, გავშლით წიგნებს.

წიკ-წიკ წინ! წინ! ტკბილი ხმებით

თავს საათი დაგვწიკწიკებს.


- რა ყოჩაღი ბავშვები ხართ! -

მზეც ხალისით გვიკრავს თვალსო.

- დღის წესრიგის დაცვა გიყვართ,

იცით, დრო რომ ოქროდ ფასობს!


გადავიგდებთ მხარზე ჩანთას

და ფრთებს გავშლით, როგორც ქარი.

ჰერი, ბიჭო! მზესთან ერთად

სკოლისაკენ მივიჩქარით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen