კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:14

 

 

რას მეტყვი ძმაო, მისთანას,

რომ არ მსმენოდეს ათასჯერ?

სიტყვას ნუ აჭიანურებ!..

მოკლედ გამოსთქვი... გადასჭერ!!


რასაც შენ ამბობ, ეგ ხომ ჩვენც

იმ თავიდანვე ვიცოდით?

წყალი მაშინაც გვარჩობდა!..

ცეცხლში მაშინაც ვიწოდით!..


წამალი გვინდა!.. წამალი

შეპყრობილს მრავალ სენითა!

ვის გაუკურნავს სნეული

რჩევით და მარტო ენითა?


სიყმაწვილეში ერთ ზღაპარს 

გამდელი მეუბნებოდა...

დღეს ის ზღაპარი მცნებად მწამს,

მაშინ კი მეცინებოდა.


იმ ზღაპარს ხალხი ეძახის

"უკვდავებისა წყაროსა",

დიდ ჭირში გამამხნევებელს,

სასურველ სანეტაროსა.


ჭირისუფალი დაეძებს,

მოლახავს კიდით-კიდესა;

არ ერიდება შემთხვევას

ბევრ-ჭირის გადამკიდესა.


თავის თავს მითვის ივიწყებს,

თვალ-წინ უდგია სნეული;

მტერს სასიკვდილოთ შეებრძვის,

გინდ იყოს ქაჯი-გრძნეული.


ან შეაკვდება, ან მოჰკლავს,

ხელში ჩაიგდებს "წყაროსა";

მოაქვს და სნეულს ასხურებს,

რომ ადგეს!.. გაიხაროსა!!


მაშინ-კი თავის თავზედაც

ზრუნავს ვალ-მოხდილ გმირთ-გმირი,

ლხინობს და ლხინიც ერგება;

გამოვლილი აქვს მას ჭირი!


ჩვენც გმირი გვინდა დღეს ძმაო,

"უკვდავებისა" მძებნელი!

და არა ნაცარ-ქექია,

ტიტინა, ქუჩის მტკეპნელი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen