|
ბულდოზერებმა გაწმინდეს ფსკერი ნასოფლარები, სარკოფაგები... შიშით თვალებზე ხელს იფარებენ ძველი კოშკები, კირით ნაგები.
გრილი მუხლებით წყალში ჩამდგარნი, მორგებული გაქვს უკვე სადავე - დაკარგულია დასაკარგავი.
და დაიკრიფე გულზე ხელები ასე ერთგულად, თბილისის კართან კრწანისში ჩაწვნენ არაგველებიც.
ხოლო ამ ნგრევას შენებას ვარქმევთ. როს გაცხადდება, იქნება გვიან გამრუდებული აზრი და საქმე.
აწ დადუმებულ ცინცხალ სიმღერებს. საარაგვოდან შემკრთალი მთები თავისი ცრემლის ტბიდან მიმზერენ. |


