კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:02

 

შემოვა ბინდი ღია სარკმელში,

მთაზე ჩაჰქრება მზის ბაირაღი.

მოგონებათა ცისფერ სარკეში

აშრიალდება სასახლის ბაღი.


ახლდება ერთი ამბავი ლექსში

ცრემლის წვიმებით დანაძველები:

იისფერ შუქზე თეთრ ყვავილებში

იელვებს ქალის თეთრი ხელები.


და შეირხევა ყვავილთა გროვა,

ჩუმი კანკალით მოწყდება ღერო,

და თეთრი ქალი აუზთან მოვა,

რომ სიყვარული მეც დავიჯერო.


მაგრამ დარეკავს საათის ზარი

და დაეცემა ბაგეზე შხამი.

გაჰქრება უცებ ტკბილი სიზმარი.

და ატირდება თვალებში ღამე...


ნამს ჩამოჰყვება მჭკნარი ფურცლები.

იურვებს მწარედ სული მტკივანი.

და მიმავალი ქალის ქუსლებით

ახმაურდება შორს ხეივანი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen