|
მწერლებს
დღე ჩამოთავდა, ხვალ-ზეგ მოვკვდები, რა მოვინატრო, რა უნდა მსურდეს? ხე რად არ ვიყავ, რომ ჩემს ტოტებში ჭრელ ჩიტუნიებს დაედოთ ბუდე.
მეშრიალა და ჩუმად მელოცა, საწერ მაგიდად ან კარ-ფანჯრებად გამოვეთალე თქვენთვის ხელოსანს.
ჩემთა რტოთა და მწვანე ფოთოლთა, ამომივლიდით, ჩამომივლიდით დაგვიწყებოდათ სოფლის გოლგოთა.
მეთრთოლა ჩვენი მზით და მთვარითა, ზეაყოლილი ფიქრს და ნიავქარს, ჩუმ ზმანებებში ჩამოვმხმარიყავ.
ცისკრისას ლოცვად რომ დავდგებოდი, ჯანდაბას, თუკი შეშად მომჭრიდით, სიყვარულში ხომ ჩავნაცრდებოდი. |


