|
ჩემთვის სანატრელია მხოლოდ ეს ხმა, ეს ფერი. მჯერა ბედს გაანათებს - (და მას მუდამ ველი მე) ერთი ვარსკვლავთაგანი - (შეიძლება ვესპერი, - შეიძლება ვენერა, ან და სხვა რომელიმე).
და ვერ ვბედავ გამოთქმას ოცდაათი წელია. ღრმაა ის საიდუმლო, შენთან რომ მაკავშირებს და ატანა სიმძიმის კიდევ უფრო ძნელია. |


