კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:21

 

 

კოფეინი არის ალკალოიდი, რომელიც შედის ბევრი მცენარის შემადგენლობაში: ყავა, ჩაი, კაკაო, კოლა და ა.შ.

კოფეინი მცენარეებს იცავს მავნებელი მწერებისგან, ადამიანებში კი იწვევს ნერვული სისტემის სტიმულირებას, აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს გულის მუშაობას და ა.შ.

ამ თვისებების გამო კოფეინს ხშირად გამოიყენებენ მედიცინაში, კერძოდ: გაცივების დროს, შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატების შეადგენლობაში, ფიზიკური და გონებრივი აქტივობის სტიმულირებისთვის და ა.შ...

თუ დღის განმავლობაში რამოდენიმე ფინჯანი ყავა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მისმა გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა ორგანიზმისთვის გამოიწვიოს დამანგრეველი შედეგები.

დღესდღეობით არ არსებობს კოფეინის რეკომენდებული დოზის ზუსტი მაჩვენებელი, რომელიც მიჩნეული იქნებოდა დღიურ ნორმად, რადგან ყავაში კოფეინის შემცველობაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები როგორიცააა: ყავის მარცვლების სახეობა, მოხალვის დონე, დაფქვის ხარისხი, მომზადების მეთოდი, ყავაში გაზავებული წყლის ან რძის რაოდენობა და ა.შ...

მედიკოსები და ექსპერტები დღემდე ვერ მივიდნენ საერთო პოზიციამდე, თუ რამდენ მილიგრამს უნდა შეადგენდეს კოფეინის დღიური დოზა.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მიიჩნევა რომ ზრდასრულმა ადამიანმა,  ერთ მიღებაზე  უნდა მიირთვას არაუმეტეს 100-200 მგ კოფეინი, ხოლო კოფეინის ოპტიმალური დღიური ნორმა უნდა შეადგენდეს დღეში არაუმეტეს 400 მილიგრამს.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუ ვიღაც შესანიშნავად გრძნობს თავს დღეში 5-6 ფინჯანი მაგარი ყავის მირთმევის შემდეგ, სხვამ შეიძლება უკვე მეორე ფინჯანზე იგრძნოს გულის აჩქარება და სხვა პრობლემები..

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ორსულებს და მეძუძურ დედებს, რადგან როგორც ცნობილია, რომ დედის კვების რაციონში შემავალი ნივთიერებები რძესთან ერთად ხვდება ახალშობილის ორგანიზმში.

ბმული - ყავა და ორსულობა

თუ ზრდასრული ადამიანი დღეში მიირთმევს ერთ ფინჯან გამამხნევებელ ყავის სასმელს, უნდა იცოდეს, რომ ეს არის იღებს აბსოლიტურად უსაფრთხო კოფეინის დოზა.

ვისაც არ აწუხებს კუჭის სერიოზული პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები და ჰიპერტონია (მაღალი წნევა), ოპტიმალურად მიიჩნევა დღეში 3-4 ფინჯანი ყავა.

მაგრამ, 6 და მეტი ფინჯანი ყავის შემთხვევაში კოფეინის ზემოქმედება ორგანიზმზე უკვე შეიძლება იყოს გადაჭარბებული და მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება.

ამიტომ ზომიერება აუცილებელია!

 

მგრძნობელობა კოფეინის მიმართ

 

კოფეინის მიმართ მგრძნობელის მიხედვით გამოყოფენ ადამიანების სამ ჯგუფს: 

ადამიანები, რომლებსაც კოფეინის მიმართ აქვთ 

• მაღალი მგრძნობელობა - მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ ღამით დაძინება სადილის შემდეგ ერთი ფინჯანი ყავის მირთმევის შემდეგაც კი.

• საშუალო მგრძნობელობა - ეს არის ყავის მოყვარულთა სტატისტიკური უმრავლესობა. ჩვეულებრივ, მათ დღეში შეუძლიათ მიირთვან 400 მგ. ყავა და არ იგრძნონ არავითარი გვერდითი ეფექტები. (ყველა კვლევა კოფეინის სარგებლობის შესახებ ტარდება და ორიენტირად მიიჩნევა სწორედ ამ ჯგუფის ადამიანებზე)

• დაბალი მგრძნობელობა - ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ძალიან დიდი რაოდენობით ყავა ისე, რომ არ აღენიშნებათ არავითარი გვერდი ეფექტები. თუმცა ის, რომ კოფენი მათთვის სარგებლობის მომტანია, დამტკიცებული არ არის.

ზოგადად კი ყავის მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი ხდება ტოლერანტული კოფეინის მიმართ და გამოიმუშავებს მდგრადობას მის ზემოქმედებაზე.

ქალებს კოფეინის მიმართ ტოლერანტულობა უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, პრინციპში ისევე, როგორც ყველა მაღალი მეტაბოლიზმის მქონე ადამიანს.

ამგვარად, რთულია ზუსტად დავასახელოთ, თუ რამდენი ფინჯანი ყავის მიღებაა დღეში ოპტიმალური კონკრეტული ადამიანისთვის. 

სპეციალისტების რეკომენდაციით თითოეული უნდა დააკვირდეს საკუთარი სხეულის რეაქციებს კოფეინის ზემოქმედებაზე და ამგვარად თავად განსაზღვროს მისი ორგანიზმისთვის ოპტიმალური კოფინის დოზა. 

 

კოფეინის შემცველობა ყავის სხვადასხვა სახეობებში

 

ეხლა, როცა უკვე ვიცით, რომ კოფეინის მიღების დროს აუცილებელია ნორმის დაცვა, გავერკვეთ თუ რა რაოდენობის კოფეინს შეიძლება შეიცავდეს ყავა, რომელსაც მივირთმევთ, რადგან ეს მაჩვენებელი არც ერთ ფინჯანზე არ არის მითითებული )).

პირველ რიგში უნდა ავღნიშოთ, რომ კოფეინის შემცველობა ყავის სხვადასხვა ჯიშებში განსხვავებულია. მაგალითად, თუ განვიხილავთ ყველაზე გავრცელებული ორი ჯიშის - არაბიკას და რობუსტას მაგალითზე - არაბიკაში კოფეინის შემცველობა 60 მგ-ია, ხოლო რობუსტაში დაახლოებით ორჯერ მეტი - 120 მგ.

თუმცა, ყავის ჯიშების გარდა კოფეინის შემცველობაზე მოქმედებს სხვა მაჩვენებლებიც:

• მოხალვის დონე;

• დაფქვის ხარისხი;

• მომზადების მეთოდი;

მოხალვის დონე - განასხვავებენ 4 ტიპის მოხალვის დონეს:

ღია - გააჩნია მსუბუქი მჟავიანობა;

საშუალო - აქვს მკაფიოდ გამოხატული გემო და მჟავიანობა;

საშუალოსა და მუქს შორის - მდიდრული გემო მოტკბო-მომწარო ნოტებით;

მუქი - ინტენსიური სუნი და გემო. შესაძლო მომწარო გემო.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მუქად მოხალულ ყავაში კოფეინის შემცველობა უფრო მაღალია, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან მოხალვის პროცესში ხდება კოფეინის გამოწვა და მისი შემცველობაც უფრო ნაკლებია, ვიდრე მსუბუქად მოხალულ ღია ფერის ყავაში.

დაფქვის ხარისხი - არის ასევე 4 ტიპის:

• უხეში (როგორც ზღვის მარილი);

• საშუალო - (როგორც მდინარის სილა);

• წვრილი - (როგორც უხეში ფქვილი);

• სუპერწვრილი - (როგორც შაქრის პუდრი);

დაფქვის ხარისხის მიხედვით კოფეინის შემცველობის გრადაცია მოძრაობს ზემოდან ქვემოთ, ანუ რაც უფრო წვრილად დაფქვილია და დაქუცმაცებულია ყავა, მით უფრო ნაკლებია მასში კოფეინის შემცველობა.

მომზადების მეთოდი - ადვილი მისახვედრია, რომ კოფეინის  შემცველობა, მაგალითად - კაპუჩინოსა და შავი ყავის შედარების შემთხვევაში, იქნება სხვადასხვა.

გავერკვეთ თუ რა სხვაობაა სხვადასხვა ტიპის ყავის სასმელების კოფეინის შემადგენლობაში:

 

• ჯეზვეთი მომზადებული თურქული ყავა - (მოცულობა 200 მლ) - შეიცავს 76-130 მგ. კოფეინს.

 

• ფილტრის ყავა - (მოცულობა 60-180 მლ) - შეიცავს 60-180 მგ - საშუალოდ 115 მგ. კოფეინს;

 

• ყავის აპარატით მომზადებული შავი ყავა - (მოცულობა 240 მლ) - 65-120 მგ კოფეინს;

 

• ესპრესო - (მოცულობა 75 მლ) – 127-168 მგ. კოფეინს;

 

• ხსნადი ყავა - (მოცულობა 150 მლ) – 62-96 მგ. კოფეინს;

 

• ამერიკანო - (მოცულობა 120 მლ) – 85-117 მგ. კოფეინს;

 

• ლატე - (მოცულობა 400 მლ) – 200-360 მგ. კოფეინს.

 

• კაპუჩინო - (მოცულობა 150-200 მლ) – 80-136 მგ. კოფეინს;

 

• და სხვა...

 

აქ მოყვანილი მაჩვენებლები საორიენტაციოა და დამოკიდებულია კონკრეტული ყავის სახეობასა და მოხალვის ხარისხზე.

შენიშვნა: თუ ჯეზვეში მოთავსებულ დაფქვილ ყავის მარცვლებს დავუმატებთ არა ცივ, ცხელ წყალს, კოფეინის შემცველობა ყავაში იქნება უფრო ნაკლები.

 

კოფეინის შემცველობა უკოფეინო ყავაში

 

დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხარისხის უკოფეინო ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება გემოთი, არომატით, დამზადების ტექნოლოგიით და რაღა თქმა უნდა ფასით. ან

და კიდევ ერთი - მართალია ყველა ზემოთ აღნიშნული მეთოდი გამოდევნის ყავის მარცვლებიდან კოფეინს, მაგრამ 100%-ით დეკოფეინიზირებული ყავა არ არსებობს.

საერთაშორისო სტანდარტებით, უკოფეინო ყავაში კოფეინის 97% უნდა იყოს გამოდევნილი, ევროპული სტანდარტებით კი 99%..

ასე რომ, ნებისმიერი უკოფეინო ყავა მაინც შეიცავს - 1-4 მგ-მდე კოფეინს.

ამიტომ, მათ, ვისაც არ სურს მის ორგანიზმში მოხვდეს თუნდაც უნიშვნელო რაოდენობის კოფეინი, არჩევანი სხვა სასმელზე უნდა გაააკეთოს.

 

მატონიზირებელი კანფეტები

 

კოფეინის შემცველი მატონიზირებელი კანფეტები ბევრ სუპერმარკეტში იყიდება: ერთი შეკვრაში დაახლოებით 8-10 კანფეტია. რომლებიც კოფეინის შემცველობით დაახლოებით 1 ჭიქა ესპრესოს უტოლდება. 

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ, ყავის მარცვლების გარდა ამგვარი კანფეტები შეიძლება შეიცავდეს ქიმიურ დანამატებს. 

ამიტომ, თუ მატონიზირებელ კანფეტებს კოფეინის მიღების მიზნით მიირთმევთ, უმჯობესია მასზე უარი თქვათ და მიირთვათ ფინჯანი ნატურალური ყავა.

 

როგორ გამოვიცნოთ კოფეინის პერედოზირების სიმტომები

 

ადრეული სიმტომები (ჭარბი რაოდენობის კოფეინის მიღებიდან 15-20 წუთის შემდეგ)

 

• ყველაზე ადრეული სიმპტომია სახის აწითლება და თვალების „აბრჭყვიალება“. როგორც ცნობილია კოფეინის ახდენს ადრენალინის გამომუშავების სტიმულირებას, რომელიც ზედმეტი დატვირთვით ამუშავებს შინაგანი ორგანოებს და საცრემლე ჯირკვლებს;

• სიცხე და სხეულის კანკალი. იწყება ე.წ. მზის წნულის (ნერვული წნულის განგლიები) მიდამოში და ვრცელდება მთელს ორგანიზმზე;

• გახშირებული გულისცემა;

• თავბრუსხვევა;

• თვალებზე ლიბრის გადაკვრა.

გვიანი სიმპტომების (ჭარბი რაოდენობის კოფეინის მიღებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ)

 

• ღებინება (უზმოზე ჭარბი ოდენობით შავი ყავის მიღების ან გასტრიტის სიმტომების დროს);

• გაძლიერებული ოფლდენა;

• არითმია;

• გახშირებული შარდვა;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კოლიკი და სპაზმი.

 

სიმტომების მწვავე ფაზა

 

• კანის საფარის გალურჯება (თვალების მიდამოში, ცხვირ-ხახის არეში და სხეულის სხვა ნაწილებზე) - ერთ-ერთი საშიში სიმტომია, რომელიც გულის მუშაობის დარღვევებზე მიუთითებს.

• ჰალუცინაცია;

• უძილობა;

• გაღიზიანებულობა;

 

კოფეინის პერედოზირების შემთხვევაში

 

• თუ ყავის აქტიური მომხმარებელი ბრძანდებით და ადგილი აქვს ზემოთ მოყვანილი სიმტომებიდან ერთ-ერთს - გადით სუფთა ჰაერზე, მიიღეთ დიდი რაოდენობით არაგაზირებული წყალი და დასახმარებლად მიმართეთ ექიმს (კიდევ უფრო უარესად ყოფნის შემთხვევაში გამოძახეთ სასწრაფო დახმარება).

• ზოგადად კი, რომ არ მოხდეს გაუწყლოვანება, სასურველია ერთ ფინჯან ყავასთან ერთად მიირთვათ - 2-3 ჭიქა წყალი.

• თუ არის დიარეის ნიშნები, რეკომენდებულია ჭიქა წყალში მცირეოდენი საკვები მარილის დამატება.

• სასარგებლოა ბანანი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.

• დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს შავი ჩაი, კოლა და შავი შოკოლადი. ბევრი ადამიანი კოფეინის გამო უარს ამბობს ყავაზე, თუმცა მიირთმევს ამ პროდუქტებს, რაც შეცდომაა. 

ამიტომ რეკომენდირებულია ტესტი ფერმენტებზე, რათა დადგინდეს რა რაოდენობის კოფეინი არის უკუნაჩვენები ორგანიზმისთვის.

• კოფეინის ზემოქმედებას კარგად ანეიტრალებს ახლად გამოწურული ციტრუსის წვენი. ასევე რეკომენდებულია ყავის შემდგ ერთი ფინჯანი წყლის მირთმევა.

• უმჯობესია მიირთვათ ნატურალური მარცვლის დაფქვილი ყავა. ხსნადი ყავა გადამუშავების დროს კარგავს სასარგებლო ნოვთიერებების დიდ ოდენობას.

• არ არის რეკომენდებული ყავაში ძროხის რძის ან ნაღების დამატება - ნატურალური  რძის პროდუქტებს ორგანიზმიდან გამოაქვს კალციუმი.

• კალორიულიბით, ყავა (ძროხის ნატურალური რძით) - უტოლდება საკვების გზით მიღებულ კალორიების რაოდენობას.

 

შესაძლოა თუ არა კოფეინის ჭარბმა დოზამ გამოიწვილოს ლეტალური შედეგი

 

ადამიანისთვის მომაკვდინებელი კოფეინის დოზა შეადგენს 5000 მილიგრამს, ანუ დაახლოებით ერთ ფინჯან ესპრესოს ერთ კილოგრამ სხეულის მასაზე. 

თუმცა, ამ დოზით გამოწვეული ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს მაშინ, თუ იგი მიღებული იქნება მაქსიმალურად მოკლე ვადაში, რაც ყოვლად წარმოუდგენელია.

ამიტომ, კოფეინის პერედოზირებით ადამიანის სიკვდილი პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

იწვევს თუ არა კოფეინი მიჩვევას

 

ადამიანის ორგანიზმი ეჩვევა და ვეღარ აღიქვამს კოფეინს, თუ დღიურად იღებს 650-700 მილიგრამს უწყვეტად სამი კვირის განმავლობაში.

კოფენზე დამოკიდებულებას არა აქვს ნეგატიური დამოკიდებულების ხასიათი, თუმცა თუ ადამიანი უცებ შეწყვეტს ყავის მიღებას, იგი იგრნობს აპათიას, შფოთვას და ძილიანობას.

 

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტების რეკომენდაცია

 

ამერიკელმა სამხედროებმა შეიმუშავეს ყავის მოხმარების „რევოლუციური ალგორითმი“, რომელიც ეხმარება ორგანიზმს დაღლილობის გადალახვაში, მავნე ზემოქმედების გარეშე (კოფეინის გადაჭარბებული დოზის მიღება).

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა გამოიყენეს ყველა არსებული სამეცნიერო კვლევა და გამოთვალეს კოფეინის ზუსტი დოზა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა ადამიანმა არ დაკარგოს გონება გადაღლილობისგან ან ძილის უკმარისობისგან.

მათ, ვინც გამოიძინებას ვერ ახერხებს, სთავაზობენ ასეთ ალგორითმს: 200 მგ კოფეინი გაღვიძებისთანავე და იმდენივე 4 საათის გასვლის შემდეგ.

სტანდარტული ფინჯანი ყავა შეიცავს 100 მგ კოფეინს. თუ ადამიანს ეძინა 5 საათი და გაიღვიძა დილის 6 საათზე, მან პირველი ფინჯანი ყავა უნდა მიირთვას 7 საათზე, მეორე კი 9 საათზე.

მათ, ვინც მუშაობს ღამის სმენაში, ურჩევენ ორი ფინჯანი ყავის მირთმევას უშუალოდ სმენის დაწყების წინ.

“განა ცუდია, როცა მიხვალთ სამსახურში, მიიღებთ ყავის რეკომენდებულ დოზას და 40%-ით გაიუმჯობესებთ რეაქციის უნარს?” - აღნიშნავენ სამხედრო ექსპერტებთან ერთად მომუშავე სფეროს მკვლევარები.

ამჟამად ისინი მუშაობენ სპეციალური მობილური აპლიკაციის შექმნაზე, რომლის ალგორითმიც განსაზღვრავს კოფეინის პერსონალურ დოზას აქტივობის ასამაღლებლად.

დროთა განმავლობაში ალგორითმი დაიმახსოვრებს მომხმარებლის ცხოვრების წესს, ჩვევებს და მოახდენს მისი რეჟიმისა და კოფეინის დოზის ადაპტირებას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen