კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 01:22

 

 

ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ აღიარებული კუბური სიგარის გარდა კუბაში აწარმოებენ ორიგინალური ხარისხის უნიკალურ ყავას, რომელსაც მთელს მსოფლიოში ცნობენ და აფასებენ.

ყავა კუბაში პირველად 1784 წელს გამოჩნდა, როცა ქვეყანა ესპანეთის კოლონიას წარმოადგენდა. ყავის ნერგები კუნძულზე ჰაიტიდან ჩამოიტანეს. კუბელებს შეუყვარდათ გამამხნევებელი, ძლიერი სასმელი და მალე მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. 

ადგილობრივი ნიადაგები და კლიმატი შესანიშნავი გამოდგა ყავის გასაშენებლად და შრომისმოყვარე კუბელები ყურადღებით აკონტროლებენ პროდუქტის წარმოების ყველა ეტაპს. 

კუბური ყავა მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც კოლუმბიური, ასევე ბრაზილიური ყავისგან და უნაკლო რეპუტაციით სარგებლობს ყავის გურმანებს შორის. 

კუნძულზე ყავის კულტივაციას ძირითადად ახორციელებენ მცირე პლანტატორები და ფერმები, საიდანაც სახელმწიფო კონცერნი შეისყიდის ყავას და ამარაგებს მსოფლიო ბაზარს. უკვე ორას ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც კუბაში იცავენ ყავის წარმოების ტრადიციებს და შეფუთვამდე ყავის მარცვლები გადის მკაცრი გადარჩევის პროცედურებს.

სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს ნედლეულის ხარისხს და ჩამოწერს ყველა პარტიას, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის მკაცრ სტანდარტებს, რაც დადებითად აისახება კუბური ყავის რეპუტაციაზე.

დღესდღეობით, ყავის მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილია კუბაში წარმოებული არაბიკას რამდენიმე ათეული მარკის ყავა. აღსანიშნავია რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კუბაში წარმოებულ ყავას „კუბიტას“ ეძახიან.

სამწუხაროდ, არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციების გამო, კუბამ მკვეთრად შეამცირა ქვეყნის გარეთ ყავის ექსპორტი. მიუხედავად ამისა, კუბური ყავა ძალიან მოთხოვნადია ყავის ჭეშმარიტ შემფასებლებსა და გურმანებს შორის.

კუბაში გაშენებულ ყავის პლანტაციებში ყოველწლიურად მოჰყავთ 20 000 ტონა მაღალხარისხიანი ყავა, ყოველგვარი ქიმიკატებისა და სასუქების გარეშე, რასაც ხელს უწყობს კუბის უნიკალური ტროპიკული კლიმატი და ნაყოფიერი ნიადაგი.

განსაკუთრებით გამოირჩევა კუბის მთიან რეგიონში - სიერა მაესტრა (Sierra Maestra) მოყვანილი ყავის ჯიშები, რომელიც ცნობილია არომატში თამბაქოს ნოტების არსებობით.

კუბაში მოყვანილი და წარმოებული ყავა ეკოლოგიურად სუფთაა, მინარევების გარეშე. გამოირჩევა მკვეთრი, მდიდრული ციტრუსების არომატით და მდგრადი მჟავიანობით. ახლად მოხალულ ყავას აქვს დახვეწილი და დელიკატური სუნი. ოდნავ ტკბილი და დიდხანს გამყოლი გემო.

კუბელებს ძალიან უყვართ ყავა, ხოლო იმის გამო, კუბური სიგარა ცნობილია მთელს მსოფლიოში, ადგილობრივი უმაღლესი ხარისხის ყავისა და სიგარის კლასიკური შეთავსება განუმეორებელ სიამოვნებას ანიჭებს ყავისა და სიგარის მოყვარულებს,

სხვათა შორის, კუბურ ყავას ეძახიან არა მხოლოდ იმ მარცვლებს, რომელიც კუბაშია მოყვანილი, არამედ ყავის მომზადების კუბურ მეთოდს. კუბური მეთოდით მომზადებული ყავა ეს არის ესპრესოს ნაირსახეობა, რომლის მომზადების საფუძველში დევს ლერწმის შაქრის დანამატი, რაც ყავას სპეციფიკურ მოტკბო გემოს აძლევს.

კუბური ყავის საყოველთაოდ ცნობილ და ყველაზე საყვარელ ჯიშებს შორის, რომელიც ექსპორტზე გადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შეიძლება გამოვყოთ - Maragogipe (მარაგოჯაიპი), რომელიც ძალიან მაგარი ყავის ჯიშია და გამოირჩევა მწველი და ძლიერი არომატით.

გარდა ამისა, დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი ჯიშები, როგორიცაა გუანტანამო, ოლგინი და გრანმა, რომლებიც იზრდება Sierra Maestra-ს მთიანეთის ტერიტორიაზე. მათი გამორჩეული თვისებაა არომატში თამბაქოს ნოტების არსებობა. 

რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ავღნიშნოთ კოფემანების საყვარელი ყავა - Altura. მიუხედავად იმისა, რომ მისი მარცვლებისგან მიღებულ სასმელს აქვს ოდნავ მომწარო გემო, მას აფასებენ სისქე-სიბლანტისა და განსაკუთრებულად პიკანტური სიმწკლარტის გამო. 

კუბის ფარგლებს გარეთ სუფთა კუბური ყავის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყავა ექსპორტზე ძირითადად სხვადასხვა კუპაჟებისა და ნაზავების სახით გადის. თუმცა ეს ჩრდილს არ აყენებს გასაოცარ გამამხნევებელ სასმელს, რომლის ყოველ ფინჯანს შეუძლია გადმოსცეს - ადგილობრივი მზის მცხუნვარება, ახალგაზრდა ლამაზმანების მგზნებარება და ნამდვილი კუბური სიგარის მსუბუქი არომატი. 

კუბური ყავა ძალიან ფასობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ მასზე განსაკუთრებული მოთხოვნაა იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

კუბური ყავის ცნობილი ბრენდებია: - Cuba Altura, Bustelo, Malongo, Cubita, Pilon, Seranno, Naviera, Guantanamo, Holguin, Granma და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen