კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 02:07

 

 

ზამბია - სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოა, რომელსაც ესაზღვრება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ტანზანია, მალავი, მოზამბიკი, ზიმბაბვე, ანგოლა და სხვა სახელმწიფოები. 

ზამბიას არა აქვს ზღვაზე გასასვლელი და მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი პლატოზე მდებარეობს. ზამბია ცნობილია ვიქტორიას ჩანჩქერით, რომელიც მდებარეობს მდინარე ზამბეზზე, ზიმბაბვეს საზღვართან.

ევროპელები ზამბიაში მხოლოდ მე -18 საუკუნეში გამოჩნდნენ. პორტუგალიელი ვაჭრებმა და მათი არაბმა კოლეგები სპილოს ძვლითა და სპილენძი იყვნენ დაინტერესებული

მე -19 საუკუნეში ზამბიიის მიმართ ინტერესი ბრიტანეთმა, გერმანიამ და ბელგიამ გამოხატა.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1964 წელს მოიპოვა და მას ეწოდა ზამბიის რესპუბლიკა. ზამბიის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

ყავის ინდუსტრია ქვეყანაში ძალიან ახალგაზრდაა, რადგან ყავის ნარგავები ზამბიაში ტანზანიიდან და კენიიდან  მხოლოდ მე -20 საუკუნის დასაწყისში შეიიტანეს

ზამბია ყავის ძალიან მცირე მწარმოებელია. ყავის თანამედროვე ინდუსტრიას საფუძველი 1950-იანი წლებიდან დაედო. ქვეყანაში წარმოებული მწვანე ყავის მარცვლები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება Zambica-ს ბრენდის სახელით.

ყავის ძირითადი საწარმოები კონცენტრირებულია მოზამბიკის საზღვრის გასწვრივ და ჩრდილოეთით - კასამაში, ნაკონდეში, ისოკასა და ზამბიის დედაქალაქ ლუსაკას მახლობლად.

კლიმატური პირობები ზამბიაში საკმაოდ რთულია: ოთხი თვე წვიმა და რვა თვის განმავლობაში გვალვა არც ისე კარგია ყავის მაღალი მოსავლიანობისთვის, თუმცა ბევრი პლანტაცია უკვე აღჭურვილია ხელოვნური სარწყავი სისტემებით, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი მოსავლის აღებას. 

ზამბიაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივ საკუთრებაშია, დანარჩენი ნაწილი კი ფერმერებს  გრძელვადიანი იჯარით აქვთ გადაცემული. მიწის საკუთრების ეს სისტემა ხელს უშლის ყავის ინდუსტრიაში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას.

ყავის ინდუსტრიას სირთულეები შეექმნა 2008 წელს, როცა გაკოტრდა ყავის მწარმოებელი კომპანია Kasama Coffee Company, რომელიც აწარმოებდა ზამბიური ყავის 1/3-ს. ამან ზამბიური ყავის ისედაც მცირე მოცულობა კიდევ უფრო შეამცირა.

ზამბიაში ძირითადად მოჰყავთ არაბიკის ჯიშები, რომელსაც სველი მეთოდით ამუშავებენ. ხარისხით ზამბიური არაბიკა არაფრით ჩამოუვარდება კენიისა და ტანზანიის არაბიკის საუკეთესო ჯიშებს. უმეტესწილად, ეს არის ტიპიური ბურბონის ჯიში, მოლურჯო-მომწვანო ფერის მოგრძო მარცვლებით.

მიუხედავად იმისა, რომ ზამბიური ყავა გარკვეული თვალსაზრისით ჰგავს კენიურ და ტანზანიურ ყავას, ზამბიის პლანტაციებში მოყვანილი ყავის ჯიშებს აქვს საკუთარი გამორჩეული თვისებები - ყავას ახასიათებს ხილის რბილი ტონები და ღვინის გამყოლი გემო, აქვს კარგი მჟავიანობა და წარმოქმნის მდგრად ნაყენს შესანიშნავი არომატით, რაც დიდად ფასობს ყავის გურმანებში.

ზამბიის ყავის ექსპორტის გრადაცია არის კენიური მარკირების მსგავსი:

AAA - უმაღლესი მარცვლეულის კატეგორია, AA, AB, PB (peaberry) - კარგი ხარისხის მარცვლები.

C, TT, T, E - ეს კატეგორიები გამოიყენება მხოლოდ დაფქვილი ყავის წარმოებისთვის. ზოგჯერ გვხვდება აბრევიატურა FAQ (Fair Average Quality) რაც ნიშნავს კარგ საშუალო ხარისხს. 

ზამბიური ყავის ცნობილი ბრენდებია: Marikas Coffee, Munali Coffee, Zambia AA - Mafinga Hills, Zambia AA - Issanya Estates, Zambia Anaerobic Natural და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen