ყავა პანამაში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ევროპელ ემიგრანტებთან ერთად.
ახალმა ფერმერებმა პლანტაციები შექმნეს ქვეყნის დასავლეთით, “ჩირიქუის” (Chiriqui) პროვინციაში, რომელიც დღემდე პანამური ყავის ერთ-ერთ მთავარ ზონად მიიჩნევა.
ადგილობრივი ყავის მაღალი ხარისხი განპირობებულია პანამის უნიკალური ადგილმდებარეობით, მეტნაკლებლად ხელსაყრელი კლიმატური პირობებით და ნოყიერი ვულკანური ნიადაგებით.
გარდა ამისა, ყავის ინდუსტრიის გავითარებას ხელს უწყობს განვითარებული ინფრასტრუქტურა და მარცვლეულის კულტივაციის თანამედროვე ტექნოლოგიები.
დღეს პანამის ყავის ინდუსტრია ითვლება ნაყოფიერ და პერსპექტიულ დარგად ინვესტიციების განსახორციელებლად.
მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო ახერხებს თავიდან აიცილოს ტროპიკული ციკლონების მოქმედება, რომელიც ხშირად მძვინვარებს კარიბის აუზის ტერიტორიაზე.
პანამაში ჭარბობს კლიმატის სუბეკვატორული ტიპი. ტემპერატურის საშუალო თვიური მერყეობა წლის განმავლობაში არ აღემატება 2-3 გრადუსს. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა აღწევს 36 გრადუსს, ხოლო ღამით არ ჩამოდის 20 გრადუსზე დაბლა.
პანამის ყავის პლანტაციებში ყავა მოჰყავთ სასუქების გამოყენების გარეშე, შრობის პროცესი კი მიმდინარეობს ბუნებრივ პირობებში. მოსავალს იღებენ დეკემბრიდან - მარტის ჩათვლით, ხოლო ყავის მარცვლების დამუშავება ხდება ნატურალური, ნახევრად მშრალი და მშრალი მეთოდებით.
პირველ შემთხვევაში, მარცვლებს უბრალოდ აშრობენ მზეზე, მეორე შემთხვევაში მარცლებს აშრობენ კანის გარეშე, ხოლო მესამე შემთხვევაში შრობის პროცესში პერგამენტული გარსს საერთოდ არა აქვს რბილობი.
პანამაში ყავის წარმოების მოცულობა სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ქვეყანას წელიწადში საშუალოდ 45 000 ტომარა ყავა გააქვს ექსპორტზე. შედარებითვის - დაახლოებით იგივე რაოდენობის ყავას აწარმოებს ბრაზილიის მხოლოდ ერთი ფერმა.
იმის გამო, რომ პანამის ეკონომიკის მთავარ კომპონენტს ტურიზმი წარმოადგენს, ხოლო ტურისტებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებაა ტური ყავის პლანტაციებში, რომელსაც აუცილებლად თან ახლავს ყავის დეგუსტაცია.
იმის გამო, რომ ქვეყანაში პლანტაციების რაოდენობა არც ისე ბევრია, ძირითადი აქცენტი კეთდება ყავის ხარისხზე. პროდუქცია იწარმოება მცირე პარტიებით. გარდა ამისა დიდი პოპულარობით სარგებლობს ორგანული პანამური ყავა, რადგან ნატურალური პროდუქტების გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური ხდება მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ პანამა ცენტრალურ ამერიკაში ყავის მარცვლების ყველაზე მცირე მწარმოებლად მიიჩნევა, როგორც ავღნიშნეთ ქვეყანაში წარმოებული ყავა ერთ-ერთი ხარისხიანია მსოფლიოში არა მხოლოდ ბუნებრივი თვისებების, არამედ კარგად განვითარებული ტექნოლოგიების, ყავის გადამუშავების მაღალი კულტურის და მისი შემდგომი დახარისხების გამო.
ერთ-ერთ პრესტიჟულ ყავის ჯიშად მიიჩნევა ყავა „გეიშა“, რომლის პირველი სახეობა 1936 წელს აღმოაჩინეს ეთიოპიაში (რგიონში „გეშა“). 1953 წელს ყავის ნიმუშები მოხვდა ყავის საერთაშორისო კოლექციაში - CATIE - სახელწოდებით Geisha VC-496, ხოლო 60-იანი წლების დასაწყისში დონ პანჩი სერასინმა ყავის ნიმუშები Geisha 2722 - შეიტანა პანამაში.
პანამური ყავა გამოირჩევა სასიამოვნო დახვეწილი გემოთი და არომატით. ქვეყანა აწარმოებს განსაკუთრებული სეგმენტის - Specialty Coffee ხარისხის ყავას, რასაც
მკაცრად აკონტროლებს ჯერ კიდევ 1977 წელს შექმნილი პანამის Specialty (SCAP) ყავის მწარმოებელთა ასოციაცია.
ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს კონკურსს პლანტატორებს შორის, რომლის გამარჯვებულსაც ენიჭება ტიტული - „საუკეთესო პანამაში“. გარდა ამისა, SCAP რეგულარულად ატარებს ონლაინ აუქციონებს ადგილობრივი ყავის გაყიდვის მიზნით.
Best of Panama - ყველაზე ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიებაა Specialty Coffee-ს ინდუსტრიაში. ეს ერთ-ერთი პირველი ყავის აუქციონია, რომელიც ორგანიზებულია ფერმერების ინიციატივით და კრიზისის შემდეგ სრულიად შეცვალა წარმოდგენა პანამურ ყავაზე.
პანამური ყავის ცნობილი ბრენდებია: Panama Geisha, Boquete SHB, Chiriqui, Duran (Two Pack) , Fresh Roasted, Palo Alto და სხვა.


