კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 02:09

 

 

ყავის პლანტაციები ავსტრალიაში მასიურად გასული საუკუნის 70-იან წლებში გააშენეს.

პირველად იგი მატერიკზე 1880 წელს შეიტანეს და დარგეს სულ რაღაც 500 აკრზე, თუმცა ყავის პოპულარიზაციას ავსტრალიაში ხელს უშლიდა რამდენიმე წინააღმდეგობა: სამუშაო ძალის სიძვირე, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის შეუსაბამობა ყავის კულტურასთან და მის კულტივაციასთან, იშვიათი ნალექი, მშრალი ჰავა და მაღალმთიანი მასივების არ არსებობა.

გავიდა თითქმის 100 წელი ავსტრალიაში ყავის პირველად გამოჩენიდან და კვინსლენდში ჩაატარეს წარმატებული ექსპერიმენტი, რომელიც შეეხებოდა არაბული ჯიშის ხეების გაშენებას. კერძოდ - ნესტისმოყვარული, ჭირვეული ყავის კულტურის  გავრცელებისთვის გამოიყვანეს განსაკუთრებული, მშრალი ჰავის მიმართ ადაპტირებული არაბიკის ჯიში - Australia Skybury, რომელმაც კარგად მოიკიდა ფეხი და მოერგო ახალ, მზარდ გარემოს.

მოსავლის ასაღებად გამოიყენეს მარცვლების შეგროვების მექანიკური მეთოდი, რამაც შესაძლებელი გახადა ავსტრალიაში ყავა მსხვილი მაშტაბებით გაეშენებინათ.

დღესდღეობით, ქვეყნის ყავის პლანტაციები შორეული აღმოსავლეთის სუბტროპიკული რეგიონებშია განთავსებული ძალიან დაბალ სიმაღლეზე - ზღვის დონიდან 200-400 მეტრზე.

დასაწყისში ავსტრალიურ ყავას მოიხმარდნენ მხოლოდ შიდა ბაზარზე, შემდეგ კი ყავა გავიდა მსოფლიო ყავის ბაზარზეც. ქვეყნის გარეთ ავსტრალიური ყავა არც თუ ისე ფასობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადია. ყოველწლიურად ავსტრალია აწამოებს 1 მილიონ ტონა ყავას, რომლის ნახევარზე მეტი იყიდება ქვეყნის ტერიტორიაზე. 

ავსტრალიურ ყავას ტრადიციული: მშრალი, სველი და კომბინირებული მეთოდებით ამუშავებენ. ყავის ნარჩენების ძირითადი ნაწილი კი ხმარდება სუბლიმირებული ყავის წარმოებას. ყველაზე ცნობილი ავსტრალიური ყავის ნაირსახეობაა ბურბონი და ტიპიკა, ამას გარდა მათი ჰიბრიდი - მუნდო ნოვო და სხვა მშრალი კლიმატის შესაფერისი ყავის ჯიშები.

ყავა დიდი ხანია გახდა ავსტრალიური კულტურის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ყავის დედაქალაქად მელბურნი მიიჩნევა, სადაც ხალავენ, ფქვავენ, აფასოებენ და მატერიკის ყველა კუთხეში ახდენენ ყავის ტრანსპორტირებას. არსებობს ავსტრალიურ ყავის მრავალსახეობა, რომელიც ატარებს ქვეყნის ძველი ტრადიციების ანაბეჭდს.

ყველაზე პოპულარულ ყავას Flat White წარმოადგენს, რომელიც ავსტრალიაში მოიგონეს და ძალიან ამაყობენ ამით. Flat White წარმოადგენს ორმაგი ესპრესოს, რძისა და რძის ქაფის ნაზავს, რომელსაც ზემოდან აყრიან კაკაოს. სასმელის გემო გამოდის რბილი, სასიამოვნო, ნაზი და შოკოლადის ტონებით.

ასევე მასიურად მიირთმევენ ყავას „ლონგ ბლეკი“ და „შორტ ბლეკი“, რაც სინამდვილეში ამერიკანოსა და ესპრესოსა ადგილობრივი სახელწოდებებია. ავსტრალიაში ვერ შეხვდებით ყავას „გლიასე“, თუმცა მისი ადგილობრივი დასახელებაა „აფოგატო“ - ეს არის ესპრესო ნაყინის ბურთულით.

ავსტრალიას აქვს საკუთარი ვენური ყავაც: „Black Vienna“ და „White Vienna“. პირველი არის ესპრესო ათქვეფილი ნაღებით, ხოლო მეორეს დამატებული აქვს რძეც. მათთვის, ვინც ფიგურას უფრზთხილდება ან უბრალოდ არ უყვარს რძის პროდუქტები, შეუძლია მიირთვას ყავა „Romano” ეს არის ესპრესო ლიმნით.

ავსტრალიური ყავის ცნობილი ბრენდებია: Jasper Coffee, Peaberry’s, Genovese, Dan Adan, Danes Coffee, Belaroma, Aroma, Proud Mary, Mecca და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen