კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:36

 

მთელი დღე წვიმდა,

გადაუღებლად წვიმდა... და წვიმდა,

ბოლავდა ნისლი... შენ კი არ ჩანდი.

დღე იყო მძიმე, მძიმე ვით ტყვია...

შენ იყავ წმინდა,

შენ იყავ დარდი,

შენ იყავ ჩემი ოცნების ია.


გადაუღებლად წვიმდა და წვიმდა...

და ჰქროდა ქარი,

მოთქვამდა ქარი, იყო ღვართქაფი,

აღარ მესმოდა შენი ხმის ზარი,

ძალას ართმევდა წვიმების ქაფი.

ჩემს ცივ ფანჯარას

რთავდა, ამკობდა წვიმის მარმაში,

წვიმის წვეთები მიკაკუნებდნენ

სველ ნისკარტებით სველ ფანჯარაში.


იყო ელვა და იყო ქუხილი,

ქუხილი სევდის და... სიყვარულის,

მხოლოდ შენ ერთი მენატრებოდი,

შენ კი არ ჩანდი.

შენ წვიმის ნისლში შეფარებული

იყავი დარდი.


შენ შორს იყავი... ვწუხდი, გელოდი,

და რომ არ მოდი,

ვფიქრობდი ჩემთვის:

ნეტავ არ ექნეს ბოლო ამ ლოდინს.

ის მირჩევნია, თავსხმა წვიმაში

ვიყო შენს ცდაში,

შენ გაზაფხულის გელოდო იას,

ვიდრე გამიქრეს ოცნება წმინდა

და გავატანო იმედი ნიავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen