კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:10

 

წვიმს და, ეს წვიმა

არ ჰგავს იმ წვიმას -

შარშან რომ წვიმდა,  თუნდაც შარშანწინ,

წვიმს და, ვემდური ფერთა სიმწირეს,

მწყინს,

თითქოს მწყინს 

და,

თითქოს არცა მწყინს.


ქარს სუსტად მოაქვს მდინარის ბორგვა,

ჩაიშრიალა ვერხვების მწკრივმა,

ნეტავ, სადაა პატარა გოგო -

გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა...


წვიმს, ღრუბლებია იმგვარად მკრთალი,

ვეღარ ვერკვევი რაა სიმკრთალე,

წვიმს...

წვეთებივით წმინდაა 

ქალი,

მოდის შიშვლად და მთვარეს იფარებს.


იფარებს მთვარეს, რომელიც არ ჩანს,

მთვარე წევს შავი ღრუბლების ზემოთ,

ქალი  -  

რომელიც წვიმაში 

დარჩა,

წვიმა - რომელიც შენშია ჩემო.


ეს წვიმაც მიტომ არ ჰგავს იმ წვიმას,

შარშან რომ წვიმდა, წვიმდა შარშანწინ,

წვიმს და, თვალებზე წვიმა მიბრწყინავს,

მწყინს,

თითქოს 

მწყინს და, თითქოს არცა მწყინს... 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen