|
წვიმის იარა წუხდა მინაზე, იდგა წვიმების ცივი სეზონი, და დაწყვეტილთა თვალთა ჯინაზე უკრავდა ვერდი და მენდელსონი.
ცამდე მაღალი, მართალი შენთან და შენს წარსულთან... და იწყებოდა რაღაც ახალი, ის, რაც გათავდა და გარდასრულდა;
ვით განაჩენი და სულს სიმძიმედ გადაუარა... იყო ცრემლები, და დანარჩენი სულერთი იყო, იყო თუ არა... |


