|
შენ რუსთაველზე მოგისწრო წვიმამ, ხეს შეეფერე გაღიმებული, გშვენოდა ღიმი, საშოვნი ძნელად და სიამაყე თამარმეფური.
ცა სველი ტუჩით შენზე ტიროდა და... გავიფიქრე გულში უეცრად, რომ წვიმა, ალბათ, შენ მოგელოდა.
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე, რატომ შემხედე ასე თამამად, თვალები რატომ შემომანათე.
შენ რომ დაგტოვებ, ვმეგობრობ ლოთებს, ყარაჩოღელი არა ვარ ძველი, არ მინდა მაინც ღვინოში მოვკვდე!..
ლურჯი სარკმელი განათებული და... მე ნეტავი ვის შევუყვარდე შენ სიყვარულით გალოთებული. |
| პოეზიის გვერდი • • • |


