კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:19

 

წვიმს... და იღვრება წვიმის წვეთი ფანჯრის მინაზე...

თითქოს სამყაროც ინისლება წვიმის ფერებად...

როგორ მაკლია ახლა შენი გრძნობის სინაზე...

შორს დარჩენილი ძველი ტანგოს ნაწყვეტ ბგერებად...


თენდება  უკვე ... - მეექვსეჯერ რეკავს საათი...

დაღლა ეტყობა ღამენათევ, ფერმკრთალ ალიონს...

დრო - ბუნებრივი თანამდევი და მასლაათი...

მშვიდად უკიდებს წუთისოფლის ჩამქრალ ყალიონს...


ვიხსენებ, როცა ვოცნებობდით... - იქნება წვიმდა...

გიჟივით გვდევდა მონატრების ჩუმი სიშორე...

და იყო  რაღაც... - ბავშვობიდან... - რაღაცა   წმინდა...

და ეს სიწმინდე წლების მერეც ვერ მოვიშორე...


წვიმს... და იღვრება წვიმის წვეთი ფანჯრის  მინაზე...

თითქოს სამყაროც ინისლება წვიმის ფერებად...

როგორ მაკლია ახლა შენი გრძნობის სინაზე...

შორს დარჩენილი ძველი ტანგოს ნაწყვეტ ბგერებად...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen