|
წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით და ახლა გრილა და სველ სილაზე მკვდარ თევზივით აგდია დილა.
და ბურუსში სახლებიც გაქრა და ზღვაში თეთრი ხომალდივით შეცურდა გაგრა...
ისმის, - ქალის კივილმა ხანჯალივით გაკვეთა ნისლი,
ეძახის ყველას: - სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! და ითხოვს შველას. |
| პოეზიის გვერდი • • • |


