|
შემომეშველე!... თორემ ყოფის უღმრთო ჭიდილში... "ხმელ წიფელს" შევრჩი, როგორც მწუხრის უფრთო ბეღურა... იმედს ვიცვამდი ცას შეკიდულ დროის ზიდილში... რომ შენთან ერთად შემეძახა "ხასანბეგურა"!..
ერთობის ზღუდეს თუკი შერჩა ნდობის ფიწლები... მხსნელად მოგიხმე საფლავიდან, ვითარც ელია!.. რადგან, "დაჭრილი არწივივით", სისხლად ვიცლები!..
- დაგაფრთიანე!.. - მოგაზომე სიბრძნის არშია!.. ოცნებად მექცა უძლურ მშობელს შვილის ნუგეში... თუმც, შენმა გულმა სულ სხვა მზე და სხვა ცა არჩია!..
თითქოს მტერს უძღვენ შენი მიწის "ოქროს ლანგარი"!.. ნუთუ "ყვავ-ყორანს" შეატოვე ტურფა ქედები?!.. და წინაპართა ნაჯაფი და ნაამაგარი!...
- არ მჯერა!.. - ვერ გამრიყავ!.. - სულ ვერ დამტოვებ!.. გზა ქართველობის უკვე ბევრჯერ გამოცდილია!.. კაცი ისა ხარ, შენს მიწაზე რა კვალს დატოვებ!.. თორემ -"კაცია ადამიანი?!" ... - ამბობს ილია!..
- დაბრუნდი!... ცვრიან ბალახს მოგიფენ გზაზე!... ფრთას-ფრთას შევტყორცნი, როგორც ივრის ლაღი ბეღურა!.. იმედს ავანთებ ქართულ მიწის ზურმუხტის ცაზე!... და მერე ერთად შემოვძახოთ "ხასანბეგურა"!.. |


