|
ნახე ნანგრევთა ქვები დიადი: რა სიმაგრეა მასში ჩართული, ო, ეს ჩუქურთმა, ეს იშვიათი მშვენება, სივრცით შემოკვართული.
დიდებას - თამარს რომ აწერს ყველა - სიმაგრეები მაღალ ორბეთის ძველია, მაგრამ რამ დააძველა?
მძლავრი დუღაბით, მტკიცედ ნაგები, ასე ურყევი ძალით რომ მოსავთ გარედან მსხვილი ქვის პერანგები.
წარსულმა აწმყოს შემოაჯარა: ჩანდი, ჩანხარ და უფრო გაჩნდები ქვათა მშვენიერ ხმებში, აჭარავ! |
| პოეზიის გვერდი • • • |


