|
მიხმობენ. მელიან. მახელებენ, სიზმრებშიც ვერსაით ვემალები, მათი სათაყვანო სახელები, ჩემი ცადქცეული მწვერვალები.
მომბღავიან, არაგვი, თერგია თუ იორია, თერგი ჩემეული ორღანია და ხმის შეწყვილება იოლია.
თვალი სილაჟვარდით დავარწყულო, აღზევდი, გადმოსკდი ჩანჩქერებად თეთრო, გრძელკანჭება ნაკადულო.
არსაით მქონდეს მოჩრდილება, ვარ ჩემივ სინდისის მბრძანებელი, ვერავინ მასწავლოს მორჩილება.
შენთვის გავათენო, დავაღამო. აღზევდი, იბარტყე. იღორძინე, სიკვდილშიც, სიცოცხლეშიც სათაყვანო. |


