|
...როგორც ღარის ქვეშ შედგმული პეშვი მე ვეწაფები შენს სილამაზეს, დიდი ზარებით რეკავენ ჩემი შენი სამთავრო, შენი არმაზი.
მზით გაღვივებულ ჯახველის ბარდებს, მტკვარზე დაბმული ქანაობს ნავი და გასაშრობად გაშლილი ბადე.
გადგას ცა, ცისგან მომადლებული და სული ბღავის ძუძუს ხბოსავით შენს ღვთიურ განცდას მონატრებული. |


