კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 10:16

 

 

მიდამო მკვდარი, გარუჯული ლანდების კუთხე.

ძველი საჯვარე, სურნელება დამჭკნარი დაფნის.

სამარის სევდა, მოდუნება მლაშე და წუთხე.

ობოლ ხატის წინ აცრემლილი სანთელი თაფლის.


* * * * * * *

დათუთქულ ლოცვას ძლის იკავებს ობობას ქსელი.

ღამურას შრიალს მოაქვს ჩუმად დუმილი მწირის.

ვხედავ კრეტსაბმელს: ლოკოკინა მიღოღავს სველი

და მეც ვით იგი გამომძვრალი ქურქიდან მცირე

მ ო ვ თ ქ ვ ა მ  დ ა  ვ ტ ი რ ი:

საჯავრის დუმილს ერთხელაც არის გასერავს დანა

მიმასვენებენ მის კედლებში გასუდრულ ცხედარს.

დავენანები ყველას, უფრო ლაშარსა მხედარს

და დამადნება ტკბილი ხმებით მე „სუთა-თანა“.

* * * * * * *

გადმოვარდება სარკმლიდან მზის სხივი მკვდარი -

გაციებულ შუბლს დაეცემა მწარედ და ცივად.

სადღაც შორს ქარი გაფითრდება, ისედაც მხდარი -

ობოლი ცრემლი გაურჩება წამწამზე მძივად.


* * * * * * *

შენც იცი მხოლოდ

მშობელო მიწავ: თუ რისთვის ვენთე.

უკანასკნელი

მიიღე ჩემგან სიცოცხლის ღვენთი:

ჩუმი და უთქვი -

და შესვი სუნთქვით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen