კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 10:33

 

სწორედ იმხანად, შენი ტანი შანთით რომ შანთეს,

დუშმანი აქეთ წვავდა ტაოს, აჭარას, შავშეთს.

ჩვენ ერთად მოგვკლეს, დაო, დედავ და დედოფალო,

მაგრამ დღეს რადგან ვბედავ ლექსით სისხლი მოგბანო.


ჩვენ, ესე იგი, ცოცხალნი ვართ და დედაენით

ვჩივით საწუხრებს, მოვირჩინოთ რომ წყლული ჩვენი.

ან ვინ დაუთვლის, დედოფალო, ჭრილობებს ქართველს? -

მტერი წართმეულს აღარ გვაძლევს, ახალს კი გვართმევს.


და, აი, დღესაც ჩანს ქართველად ყოფნა ძნელდება,

ჩვენი ძარღვიდან შენი სისხლის დენა გრძელდება

და, რაც ოფლ-ცრემლით აგვიგია ქვეყნის კედლებად,

დედავ ტანჯულო, ღალატებით ისევ გვენგრევა.


ახალ მამულში სიძულვილთა ძველი ომია,

გარეზე მეტი მტერი თურმე შიგნით გვყოლია.

და, ჩვენ, შენს შვილებს, ზოგჯერ მშივრებს, მომთმენთ, ნიჭიერთ,

როგორც შენს სხეულს, საქართველოს სხეულს გვიჭრიან.


ამოიკვნესე ერთხელ კიდევ ცხელი სისხლითა

და ამოწყევლე, ბაგრატიონთ ქალო, ის, ვინცა

ქართველობს ჩალმა-ბოხოხიანთ კრიალოსანით

და მღრღნელად ძვრება საქართველოს მთლიანობაში.


მაგრამ, ქეთევან წამებულო, ბაგრატიონო,

ტალიკ ბიჭებმა შინაურთან როგორ იომონ,

როცა საყვარელ შენობების დგანან ჩონჩხები,

მამულს ვჭირდებით არა მკვდრები, უფრო - ცოცხლები.


შენც, დედოფალო წამებულო, ჩვენთან ერთად ხარ,

შენი უკვდავად ყოფნა ჩვენში ვიცი ღმერთმა ჰქნა.


სამწუხაროა, - წამებანი ხდება, მოხდება,

საქართველოზე კიდევ ბევრი მოვა მოდავე,

საქართველოსთვის ალბათ კიდევ ბევრი მოკვდება,

საქართველოს კი ვერასოდეს ვეღარ მოკლავენ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ფრიდონ ხალვაში title=  • • •   ფრიდონ ხალვაშის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen