კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 10:35

 

აჩრდილი

(ამონარიდი)

 

მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,

რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?

იგი აღარ გყავთ... მის მოედანი

ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,

გმირის დამბადი დიდი საგანი

თქვენში სპობილა და წაწყმედილა.

გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას,

დაგინგრევიათ დიდი მამული,

რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?

რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?

თქვენს გარს მადლითა სავსეს ბუნებას

შეუკრებნია ყოველიფერი,

რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას;

ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი.

ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი,

დიდის სამოთხის კუთხე პატარა,

ქედმოდრეკილა ნაღვლით საწყალი,

რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა;

რომ დაგიგდიათ უმწედ, უნუგეშ,

თქვენის სიავით დაწყლულებულა,

თქვენგან გმობილი - უცხოს, კალთის ქვეშ,

ვითა ობოლი, შეფარებულა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen