კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:12

 

წუხელ მესიზმრა თუ მომეჩვენა,

ჩემს საქართველოს, ჩემს აკვანს ვტოვებ.

გულმა შეიგრძნო ჭმუნვა და წყენა,

სულმა - სიობლე და სიმარტოვე.


თითქოს ძარღვებში გაცივდა სისხლი,

მესმა ვიღაცის რისხვა და ზრახვა:

ამ მიწის პატრონს, რა გინდა სხვისი,

სხვა საქართველოს, მითხარ, სად ნახავ?!


წაიღე მთელი ოქრო და ლალი,

მოგხიბლონ სხვათა დიბა-ფარჩებმა.

თქვი, რას წაიღებ, შენ გენაცვალე,

იმის საფასურს, რაც აქ დაგრჩება?!


ამ მთების ტრფიალს გულში რა დალევს,

მას ვერ ცვლის განძი ვერავითარი.

როგორ წაიღებ მამულის ალერსს,

რითაც მამულში ხარ დღეს მდიდარი?!


როგორ წაიღებ დედის თბილ ღიმილს,

ქართველ ასულთა ცეცხლოვან მზერას

და კლდეებს, - ტატოს ცრემლით რომ ტირის,

ქართულს მზეს, - არეს ფუნჯით რომ ფერავს?!


წინაპრის ადათს რა წესი შეცვლის,

წინაპრის ჩვევა რამ დაგავიწყა?!

მათ არა ოქრო და არა ვერცხლი,

პეშვით გაჰქონდათ სამშობლოს მიწა.


პეშვით გაჰქონდათ ქართული მიწა,

იყვნენ ქართული ჯიშის, ბუნების.

მათ გზაზე მუდამ ჩრდილივით იწვა, -

მუდმივი შიში შინ დაბრუნების.


ვინც ჭეშმარიტად არის ქართველი,

უსაქართველოდ ვერასგზით ვერ სძლებს.

კვდებოდნენ ფიქრში ღამენათევნი

და ქართულ მიწას იყრიდნენ მკერდზე.


ესიზმრებოდათ ზეცა კრიალა

და სურდა ყველას ამ ცის ქვეშ ევლო.

ეს მიწა, პეშვი მიწა კი არა,

იმათთვის იყო თვით საქართველო!


რა დამესიზმრა, რა მომეჩვენა,

ვის დავუტოვო ეს სანახები?!

პაპისეული ვით დავთმო კერა,

აქ ვიშვი, აქვე დავიმარხები.


მაგრამ... ავბედმა თუ გამკრა ბრჭყალი,

არ დავფიქრდები, ერთს ვიტყვი იმ წამს:

- თქვენ გქონდეთ თქვენი ოქრო და ლალი,

მე მათ ვერასდროს ვერ მომჭრან თვალი...


თუ დავთმობ მწვანე, ღაღანა ყანებს,

სულის მალამოდ, ხატად და ფიცად.

თან გამატანეთ, თან გამატანეთ,

თან გამატანეთ, - მე პეშვი მიწა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen