კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:09

 

(ღია წერილი)

 

„სახალხო ფურცელის“ N257 (1915 წ.) წავიკითხე ბ. ფ. სხვიტორელის წერილი: „თამარის საფლავი“. პატივცემულ ავტორის მოყვანილი ცნობები მე ადრე მაქვს მწერლობაში აღნიშნული, თუმცა ისე დასაბუთებული არა, როგორც ბ. სხვიტორელს; მას უკვე ხელთ უგდია წერილობითი საბუთი, დოკუმენტი თამარის საფლავის არსებობისა ფშავში, რაც მე დიდი ხანია მწამს და მჯერა და არა დროს არ ვეთანხმებოდი ჩვენი მემატიანის ცნობას, ვითომცდა თამარის სავანე გელათში იყოს. მოხარული ვარ, რომ ჩემი აპრიორული მსჯელობა და ფიქრები ფაქტებით მტკიცდება, ეს ძალიან კარგი, ხოლო ამ წერილის მიზანი სრულიად სხვაა და არა იმის დამტკიცება, რომ თამარის საფლავი მართლა ფშავშია.

მაგალითად რა? რა და ისა, ბატონებო, რომ იმავე სიგელის წყალობით, რომელიც შაეხება თამარის საფლავს, მღვ. ფარნაოზ ზაბახიძემ აღმოაჩინა, პოვნა მიწაში დაფლული სამი ჯვარი, როგორც პირადად მიამბო პატივცემულმა შუაფხოს მრევლის მოძღვარმა, თავწყაროს მონასტრის სიგელის საშუალებით. როგორც სიგელში იყო ნაჩვენები აღმოსავლეთით 5-6 ადლის (მეტრი) სიშორეზე, მონასტრის კედლიდან ამოვიღე მიწიდან სამი ჯვარიო: ერთი ლაშა გიორგისაან შეწირული, უკვე ცნობილი მთელ საქართველოში ლ ა შ ა რ ი ს ჯ ვ ა რ ი; მეორე თამარ მეფისა და მესამე თავწყაროსიო. ერთი ამ ჯვართაგანი, სახელდობრ ლაშარის ჯვარი, მე ჩემის თვალით ვნახე. ეს ჯვარი ზაბახიძეს გადაეცა თამარ-მეფის ბერის ილარიონისათვის. ეს ჯვარი იქნება თავის ტარიანად არშინნახევარი (დახ. 100 სმ), ტარი ვერცხლით საუცხოვოდ არის მოვარაყებული. ჯვარი ვნახე მაღაროსკარში ოქრომჭედელ დავით ჯანაშვილთან, სადაც ბერ-მონაზონ ილარიონს მოეტანა გასაკეთებლად, რადგანაც ტარი ჰქონდა მოტეხილი. უნდა მამა ილარიონს შევნიშნოთ, რომ მან ამ ჯვარის აქეთ-იქით ხურჯინით ზიდვაზე რომ ხელი აიღოს, ურიგო არ იქნება. სწორედ ამ ხურჯინის ბრალია, რომ ჯვარს ტარი მოსტყდა და გახდა მჭედლების საკეთებელ მასალად.

მე კარგად ვიცი, რომ ამ ერთი კვირის წინად ბერმა ილარიონმა ჩამოიტანა ქალაქში ეპისკოპოსის ანტონთან. მე ასე ვფიქრობ, რომ ჯვარი თავის ადგილას უნდა იყოს და ვისაც იმის ნახვა ჰსურს, მიბრძანდეს და ადგილობრივ ინახულოს. მამა ილარიონს შეიძლება მოსკოვიდან და პეტროგრადიდანაც მოუვიდეს რუსის ეპისკოპოსების და არქიელების ბრძანება, ლაშარის ჯვარი წამოიღე და თვალით გვიჩვენეო. მაშ იქაც უნდა გააქანოს ? არა, მე როგორც შვილი ამ თემისა, რომელსაც ჯვარი ეკუთვნის და, მაშასადამე, სრული უფლების მქონებელი, მოვითხოვ, რომ ბერმა ილარიონმა ლაშარის ჯვარი თავის ადგილას მიიტანოს და დაასვენოს და აქეთ-იქით საჩვენებლად არ ატაროს, რადგან ამისთანა ნივთის მატარებელს ხიფათი თან დასდევს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen