კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:42

 

კაცი იყო შურიანი, ყველასი და ყველაფრის შურდა. შინ იყო და შური აღრჩობდა, შინიდან გავიდოდა და შური თვალებს უბნელებდა და გზა-კვალს უბნევდა. 

ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა... 

დიდი შურით იყო შეპყრობილი შურიანი კაცი... 

ერთხელ გადაწყვიტა შურზე შური ეძია: 

ჯერ თევზისა შურდა და ცურვა ისწავლა. 

ფრინველისა შურდა და ფრენა ისწავლა. 

ძაღლის ერთგულებისა შეშურდა და ძაღლივით ერთგული გახდა. 

ცხვრის თვინიერებისა შეშურდა და ცხვარივით თვინიერი გახდა. 

ბოლოს ხისა შეშურდა, ერთ ადგილას რომ იდგა, და რომ მას მაგრილობელი ჩრდილი ჰქონდა და რომ მას ნაყოფი ჰქონდა და რომ მისი ფოთლები შრიალებდნენ და რომ ტოტებზე ფრინველები ისვენებდნენ და ბუდეებს იშენებდნენ. 

და შინიდან გავიდა შურიანი კაცი, ბევრი იარა, მრავალი მწვანეშეფოთლილი კორდი გადაიარა და ბოლოს მონახა მწირი, ხრიოკი ადგილი, ერთიც მოხედა თავის განვლილ გზას და დადგა. დადგა და მიწაში ფესვები გაიდგა, მერე მარადმწვანე ფოთლებით შეიმოსა, ხოლო ნაყოფად ზეთისხილი მოისხა. 

ახლაც იქ დგას შურისაგან დამცხრალი შურიანი კაცი. დგას და შრიალებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen