კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:15

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პარსი (რელიგიური თემის წევრი ინდოეთში, წარმომავლობით სპარსელი), რომელიც მეწამული ზღვის პირას ერთი დაუსახლებელ კუნძულზე ცხოვრობდა და რომლის ქუდიდანაც მზის სხივები თვით აღმოსავლეთისათვის უჩვეულო ელვარებით ირეკლებოდა. 

პარს არაფერი ებადა გარდა ერთი ქუდისა, ერთი დანისა და ერთი ღუმელისა, ღუმელისა, რომელსაც სათოფეზე არ უნდა გაეკაროს არც ერთი ბავშვი.

ერთი დღესაც აიღო ამ პარსმა ფქვილი, წყალი, მოცხარი, ქლიავი, შაქარი და სხვა ამისთანები; აიღო და გამოაცხო ნამცხვარი, რომლის სიგრძე და სიგანე ორ-ორი ფუტი იქნებოდა, სისქე კი - სამი. მართლაც რომ პირის ჩასატკბარუნებელი რამ გამოვიდა (ესეც მისი ჯადო!) 

რაკი ამ ღუმელში ცხობის უფლება მარტო მას ჰქონდა, ადგა და მანამდე აცხო, სანამ კარგად არ დაიბრაწა და მადისამშლელი სურნელი არ დააყენა. 

ჰოდა, ის იყო, ყელის ჩაკოკლოზინება დააპირა, რომ კუნძულის უკაცრიელესი კუთხე-კუნჭულიდან სანაპიროსაკენ გამოეშურა ერთი ცხვირზერქაგამობერილი და გოჭისთვალება, არცთუ დიდი ზრდილობა-თავაზიანობით გამორჩეული მარტორქა. 

იმ დროს მარტორქას ისე მჭიდროდ ჰქონდა შემოტმასნილი ტანზე ტყავი, რომ ერთი ნაოჭსაც ვერ უპოვიდით. 

პირწავარდნილი სათამაშო ნოეს-კიდობნისეული მარტორქა იყო, ოღონდ ბევრად უფრო დიდი. ეგაა, ზრდილობა არც მაშინ ჰქონდა, არც ახლა აქვს და არც არასოდეს ექნება.

„როგორო“ - შესძახა მარტორქამ, და პარსმაც მაშინვე ხელი უშვი ნამცხვარი და პალმის ხის კენწეროზე მოექცა თავის ქუდის ამარა, რომლიდანაც მზის სხივები თვით აღმოსავლეთისათვის უჩვეულო ელვარებით ირეკლებოდა.

მარტორქა ცხვირით ღუმელს დაეტაკა და გადააყირავა, მერე ნამცხვარი ცხვირზე გამობმულ რქაზე წამოიცვა, შეახრამუნა და კუდის ქნევით გასწია კუნძულის უდაბური და უკაცრიელი კუთხე-კუნჭულისაკენ, რომელიც მაზანდერანისა და სოკოტრის კუნძულებს და დიდი ბუნიობის კონცხს ეკვრის.

მაშინ პარსი პალმის ხიდან ჩამოვიდა, ღუმელი ისევ თავის ფეხებზე შეაყენა და წარმოთქვა მუქარა, რომლის შინაარსაც ახლავე მოგახსენებთ"

"პარსის მიერ გამომცხვარი

ნაშცხვარი ვინც აიღოს,

თავი ცუდ დღეში ჩაიგდოს!"

ეს სულაც არ გახლდათ ფუჭი ქადილი და აი, რატომ: ხუთი კვირის შემდეგ, მეწამულ ზღვაზე მეტისმეტად ჩამოცხა და ყველამ ერთბაშად ტანთ გაიხადა. 

პარსმა ქუდი მოიშვლიპა, მარტორქამ ტყავი გაიძრო, მხარზე გადაიკიდა და ნაპირს მიადგა საბანაოდ. იმხანად ტყავი ქვემოდან ეკვრებოდა სამ ღილზე და საწვიმარ ლაბადასა ჰგავდა.

მას, ვითომც აქ არაფერიო, სიტყვა არ დასცდენია. ნამცხვარზე, რადგან სულ შეესანსლა იგი. ზრდილობა ხომ არც მაშინ ჰქონდა მოჭარბებული, არც ახლა აქვს და არც არასოდეს ექნება!  ბაჯბაჯით პირდაპირ წყალში შეტოპა და საპნის ბუშტების გაშვებას შეუდგას ტყავი კი ნაპირზე დააგდო.

ამ დროს პარსმაც ჩამოიარა და ტყავი რომ დაინახა, ერთი-ორჯერ ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მერე ცეკვა-ცეკვით სამჯერ შემოურბინა გარშემო და ხელების ფშვნეტას მოჰყვა; ამის მერე კი თავის ადგილსამყოფელისაკენ გასწია. ქუდი, ნამცხვრის ნამცეცებით აავსო, რადგან ნამცხვრის მეტი პირი არაფერს აკარებდა და დაგვითაც არასოდეს გვიდა თავის სადგომს.

აიღო მარტორქას ტყავი და წაიღო, გაფერთხა და გაბერტყა, მერე კი გახეხა და კარგად გამოტენა ძველ-ძველი, ხმელ-ხმელი, გამომხმარი, გამომშრალი, პწკენია და ჩხვლეტია ნამცეცებითა და წვრილ-წვრილი დახრუკული ნაფხვენებით; თავის საყვარელი პალმის ხის კენწეროზე მოექცა და დაელოდა, - ერთი სული ჰქონდა, როდის ამობრძანდებოდა წყლიდან მარტორქას და შეიმოსებოდა.

ბოლოს მარტორქიც გამოჩნდა და შეიკრა თუ არა სამივე ღილი, ტყავმა ისე დაბწკინა, ნამცეცები რომ იბწკინებიან ლოგინში. მოფხანა სცადა, მაგრამ მთლად უარესი! მაშინ კი სილაში გაწვა და გაგორდა. 

იგორა, იგორა. და იმდენი ქნა, იმდენი იგორა, რომ ყოველ გაგორებაზე უფრო და უფრო ემწარებოდა ნამცხვრის მწკენა და ნაფხვენები. ბოლოს პალმისკენ გაშპა და ტანით მაგრად გაეხახუნა. გაეხახუნა, მაგრამ რა გაეხახუნა! იმდენი ქნა, იმდენი ეხახუნა, რომ ბოლოს ტყავი დაუნაოჭდა; 

ერთი ნაოჭი მხრებზე გაუჩნდა, ერთი ქვემოთ, მუცელზე, სადაც უწინ ღილები ეკვრებოდა (ახლა კი ხახუნისაგან მოსძრობოდა), რამდენიმე კიდევ - ფეხებს ზემოთ.

ამან მარტო გუნება წაუხდინა, რადგან ვერა და ვერ გააწყო ვერაფერი ნამცეცებთან - ტყავის შიგნით ჩაბუდებულები მწარედ რომ იბწკინებოდნენ. ასე გასწია სახლისაკენ, განრისხებულმა და უსაშველოდ დაბწკენილმა. 

იმ დღიდან მოყოლებული დღემდე, ყველა მარტორქას მეტისმეტად მოპრანჭულ-მოჭმუჭნული ტყავი და ერთობ ახირებული ხასიათიც აქვს და ეს ყველაფერი იმ ტყავის შიგნით ჩაბუდებული ნამცეცების ბრალია,

პარსი კი პალმის ხიდან წამოვიდა თავისი ქუდის ამარა, რომლიდანაც მზის სხივები თვით აღმოსავლეთისთვის უჩვეულო ელვარებით ირეკლებოდა; ღუმელი შეფუთა და ორატოვოს, ამიგდალას, ანანტარივოს ზემო ველისა და სონაპუტის ტბისაკენ მიმავალ გზას გაუყვა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen