კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 10:04

 

ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა.

და უთხრა უმცროსმა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან.

და გაუყო მათ თავისი ქონება.

ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.

და როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.

წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, ხოლო მან მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.

გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.

ადგა და მამამისისკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; ხოლო ის გამოიქცა, კისერზე მოეჭდო და ჰკოცნიდა მას.

და უთხრა მამას: მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. 

ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ხამლები ჩააცვით მას. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა; და დაიწყეს მხიარულება.

ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, შემოესმა სიმღერისა და ფერხულის ხმა.

მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია?

მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო.

ხოლო ის გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და მოიხმო იგი.

მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები და ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, რომელმაც მთელი თავისი ავლადიდება მეძავებს გადააგო, ხელად კვებულა ხბო დაუკალი.

ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ამჯერად კი გვმართებს ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა და დაკარგული იყო და გამოჩნდა.


ლუკას სახარება, თავი 15

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen