კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 10:16

 

შემოდგომის სურნელი უკვე ძლიერ დატრიალდა. საგრძნობლად აცივდა.

თოვლმა მთების წვეროებიდან ძირს ჩამოიწია. მართალია, ჯერ ვაკეებზე არ ჩამოსულა, მაგრამ მთაში უკვე ჩვეულებრივი სტუმარია. დილდილაობით მთის ტყეები ვერცხლისფრად არის შეჭირხლული. თრთვილმა და დილის ყინვამ აქ ოქტომბრის თვიდან იმატა.

ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები ჰაერში ფრიალებენდა ქანაობენ. მხოლოდ მუხა დგას ფერშეუცვლელად. მისი ფოთოლი ჯერ მწვანეა. ცირცელსა და ძახველს ფოთოლი უკვე შემოძარცვიათ და წითელი ნაყოფის კუნწულები გამოუჩენიათ. შემოდგომის მიწურულია, მაგრამ ტყეს მაინც თავისი სადღესასწაულო იერი აქვს. ტყის პირას თავი ამოუყვია შემოდგომის ულამაზეს ყვავილს - უცუნას. რამდენადაც შხამიანია მისი ბოლქვი, იმდენად ლამაზია მისი ყვავილი.

ხალხი კი ზამთრის შესახვედრად ემზადება და ცდილობს დროულად მოითავოს მინდვრის სამუშაო - დაბინავებული დოვლათითა და ბარაქით შეეგებოს მოახლოებულ ზამთარს.

აივნის ბოძებზე სახლის წინ გამართული ჩურჩხელებით სავსე ხარიხები უკვე აიღეს. აღარსადა ჩანს მსხლისა და ყურძნის ჯაგნები, აკიდოები, მათ სხვენში დაიდეს ბინა. აქვე კიდია ნივრისა და ხახვის გრძელი გალები, კომშისა და ხურმის ტოტები, აკიდოები და ჩხები.

დასათესი დაითესა, ასაკრეფი აიკრიფა ან იკრიფება. ზოგან შეიძლება კიდევ ამოსაღებია შაქრის ჭარხალი, მაგრამ 19 ნოემბრამდე მასაც მოათავებენ. სულ მალე აღმოსავლეთ საქართველოს მინდვრებზე ბაღი და ბოსტანი დაცარიელდება, სახლში წასაღები აღარა იქნება-რა. სამაგიეროდ დაიწყება სოფლიდან მინდორში გატანა სასუქისა და ცოტაოდენი თესლისა - უკვე ამწვანებულ ჯეჯილში გამოჩენილი ხარვეზების შესავსებად.

ადგილ-ადგილ ჯეჯილში ხალხიცა ჩნდება. უმთავრესად ქალები და მოზარდები მარგლიან ყანას სარეველა მცენარეებისაგან.

ბაღებში იწყება სასუქის შეტანა, რიგთა შორის ხვნა, ბარვა, ხის ტანის შეწმენდა, ხმელი ტოტების შემოცლა, მავნე მწერთა ბუდეების შეგროვება და დაწვა, ვენახში - ვაზის აშვება, ვაზის რქის აჭრა და შენახვა... ვინ იცის, კიდევ რამდენი სხვა რამ. განა ჩვენს მიწის მუშას, მხვნელ-მთესველს სამუშაო დაელევა?

არც საქონელია დავიწყებული. ზამთრის საძოვარზე ჩამოსული ცხვარი გამალებით ჭამს ბალახს. ჯერ მწყემსს სალამურისათვის არა სცალია. რა დროს სალამურია, როდესაც ცას სახე ჩამოსტირის. აი, გაივლის ნოემბერიც და დაგვიზამთრდება კიდეც. 

მოვა თეთრწვერა ზამთარი თავისი ავ-კარგით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen