კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:12

 

(ბალადა)


შავლეგო არსენას რაზმელი ყოფილა. 

ხალხური რწმენა


ეს ნამქერი რა დიდია,

ქარი როგორ დაიხელთა,

ან ღრუბლები სად მიდიან,

ან შენ საით, დედისერთავ?


- სად მიდიხარ, ვიღაც ოხრავს,

ვიღაც მიჯნას გადასცდება.

შავლეგ, შენი შავი ჩოხა

შავ ღამეში გაბაცდება.


დასწევიან მთვარეს დაღლილს,

აჩრდილები ჰფარავენო,

- ვა - ვა, ვა - ვა... - ყმუის ძაღლი -

მთვარეს მოიპარავენო.


ღამევ, ღმერთი დაგკარგვია,

გზები ნამქერს დაუფარავს.

ვარსკვლავები აუგვიათ,

თეთრი მთვარეც მოუპარავთ.


მგზავრმა რა ქნას, გზას თუ შერჩა,

თოვლის ხვავი ხევებს ავსებს,

არც გზა ჩანს და არც მთვარე ჩანს,

თან ცივა და ისიც ასე.


ჭირს ნაპრალზე ფრთხილი ხოხვა,

ქარაფებში მუხლის რხევა.

შავლეგ, შენი შავი ჩოხა

შავ ღამეში დაგეხევა.


მაშ ნუ მიხვალ, დადექ ბარემ,

თორემ ქარი აბეზარობს,

დედა მაინც შეიბრალე,

დედის გულის საფიცარო!


ბიჭო, შავლეგ, ჩოხა შენი

შავ ღამეში კერა დედამ,

ამიტომაც ასე გშვენის,

შავი ფერი დაგებედა.


„შავლეგ, შენი შავი ჩოხა

შავად შეგიხამებია“,

წაგიღია ბევრის ოხვრა,

ბევრიც გაგიხარებია.


ახლა ცივა, ყინვის ნემსებს

ქარაშოტი ატრიალებს, -

ზოგჯერ ხევი დაიკვნესებს,

ზოგჯერ გული სატიალე.


მგელი ყმუის, თოვლი მრავლობს

და ტლუ მუხა თეთრად ათევს.

თებერვალო, თებერვალო,

ქარიანო თვევ.


წამოვიდა, გზა დახაფრა,

და კვლავ მოსთქვამს ქარი შლეგი.

ჩამოძენძა, როგორც აფრა,

ღრუბლის თეთრი ბალიშები.


და, სადაც კლდე ზეცას ეძებს,

სად კლდეს ეძებს განთიადი,

ქარს ენდო და ნაპრალებზე

გადაეშვა კაცის ლანდი.


უღიმღამო ღრუბლის ნალექს

ქარი სცემს და დუმილს ცდილობს,

კლდის ძირს კვდება ბიჭი შავლეგ,

გული კვდება უწადინოდ.


- ქარო, შე ქარო, შარიანო,

წადი, გაიარე მუხრან - ველი.

კლდეს არწივები არიანო,

არსენას უთხარ, ნუღარ მელის.


შავლეგ ხიფათმა დაიტანაო,

იქ, სადაც უტყვი მთები არი,

არც ქვრივმა დედამ დაიტირაო,

არც სატრფო მოსთქვამს თმებიანი.


ქარო, აშარო, ფრთა გაშალეო,

არწივებს უთხარ კაცის ენით:

კლდის ძირას კვდება ბიჭი შავლეგ,

მარტო კლდე ტირის ჟანგისფერი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen