კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:24

 

გადავხადე სათქმელს ბინდი,

რომ სიმართლე მომეპოვა,

საქართველოს დიდი წიგნის

მიტომ დავდექ კორექტორად.


მისი ღვაწლი, მისი ხვედრი,

შევადარე ხალხის დედანს,

და ყოფილა კიდევ მეტი

ჩემი ხალხის სადიდებლად.


ვიკითხე და ვაჭაშნიკე,

დავალაგე ას ტომებად

და ბოლოში არ დამჭირდა

შეცდომების გასწორება.


ვიწვი ლექსთა აღმაფრენით,

ამიყვავდა ერთი ასად,

მერე გავხდი შემდგენელი

და დავურთე "ერთი ასად".


სადაც უქრობ მზის კრთომაა

სადაც არის სიტყვა ბრძენის,

სადაც მარადისობაა

არის შოთა რუსთაველი.


გადუშლია წიგნი ნიავს

ფიქრებს მისი ურვა მიშლის,

ქართულ ლექსის გვირგვინია,

ასე ვმარტავ გურამიშვილს.


მამულს მტლად რომ დასდებია

შუბლი ტყვიამ ვერ დაღარა,

სადაც ილია სწერია

ეს კი ნიშნავს ერის მამას.


რა შევკადრო ნიჭს ზეგარდმოს

ვით განვმარტო, აბა, ტატო,

მერანს ისე მიაქროლებს

მისი ახსნა ვის მივანდო?


ბღუჯავს კალამს ვითარ ხანჯალს,

მამულისთვის ცრემლი მოსდის,

შთაგონების ზღვაა ვაჟა

ანუ, დიდი გენიოსი.


სალამურის ტკბილი ნანა,

საქართველო შიგ ჩაწნული,

სად აკაკის ხსენებაა

იგულისხმე იქ ბულბული.


აბა, სიტყვათ განმარტება

ერთ გვერდზე ვით დავატიო,

როგორ ავხსნათ უკვდავება?

იგი წაჰყვა გალაკტიონს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen