იყო წისქვილი,
იყო ლაშურა,
ჩეროიანი იყო ჩინარი…
დრომ ქნა თავისი, -
დღეს იმ ლაშურას
აღარ აჩნია ნაწისქვილარიც.
შენი წისქვილი,
შენი ჩინარი,
შენი ირემი, -
მთასა მყვირალი, -
ყველა წასულა,
ჩემო ლაშურა,
მიკნავებულა შენი ჩხრიალი.
ჩეროიანი იყო ჩინარი.
ოჩოპინტრე
გაგაგა
ფდფდფ
ოჩოპინდრე
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა