კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:34

 

თუ დრომ დუმილით გატკინა გული, 

სულს მაინც თბილი ხმები ავსებენ; 

თუ ხარ პოეტად დაბადებული, 

ღვთიურ მადლს ყველგან დაგიფასებენ.


ოღონდ სიკეთის იყავ თავდები, 

კერპის წინ არსად წამოიჩოქო, 

გაძლევდნენ ჯილდოს - ნუ დახარბდები, 

უკვდავების შვილს რად გინდა ოქრო!


იშიშვლე სიტყვა, ეგ ბასრი ხმალი, 

სიბრძნით სავსე და გრძნობა ნაფერი, 

ბევრიც რომ დასდო სამშობლოს ვალი, 

არ დაამადლო ხალხს არაფერი.


მგოსნის სულისთვის ერთი ბინაა 

და იგი არის სამშობლოს გული, 

და ბედნიერიც აბა ვინაა,

თუ იქ არ არის დასახლებული.


შენს ფიქრებს მუდამ ღმერთი უვლიდა, 

როცა ებრძოდა იგი ტიტანებს, 

არ დაერიდო, კეთილ გულიდან 

ზღვა მარგალიტი ამოიტანე...


და ეს ძვირფასი მადლი და სიტკბო 

გასტყორცნე ირგვლივ ნათელი სხივით, 

მაშინ იცოცხლებ, შენი ხმის სითბომ 

თუ ვისმეს გული აანთო ცივი!


მარტოც რომ დარჩე, არ შედრკე მაინც. 

წინ გაშლილია მთა და ველები, 

უკვდავებაში გადასულ რაინდს 

ვერ მოგწვდებიან ცაში ხელებით...


და რაკი დაგყვა ბუნება ბავშვის, 

მართალი ხელით გატეხე პური, 

და ეს იცოდე, რომ ცხოვრებაში 

ტალანტებს მუდამ ძირს უთხრის შური!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen