კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:30

 

ჩემი ბედის ანგარიში

დამრჩომია გასაკვირად,

ტირილ-სიცილის სიმღერა

ახლა უნდა ვიწყო პირად.


ამ სოფელში სიხარული

ყველაფერში დამეძვირა,

რა ხომალდიც გავაკეთე,

ყველა წყალში ჩამეძირა.


იღბალი არა ჰქონია

უბედურსა ამ ჩემ თავსა,

რა ბაღიც რო გავაშენე,

სასაფლაოს დაემსგავსა.


ვისი მშობლებიც ვადიდე,

მამის სული შემიკურთხეს,

რა სტუმრებიც შევიყვარე,

ზედ სუფრაზე დამიფურთხეს.


ვინც რო შვილად მივიღევი,

მოსაკლავად თავს დამადგა,

რა ბატკანიც გამოვზარდე,

ბოლოს მგელად გამომადგა.


ვისაც სიკეთე ვუყავი, 

როს მიჭირდა, გამებუტა,

რომელი ხატიც ვილოცე,

მაგიერად დამაკუტა.


რა საყდარიც ავაშენე,

ბოლოს ყველა ბოსლად იქცა,

ვარდის კონას ვაკეთებდი,

ხელში ჭინჭრად გადამექცა.


ექიმის კარზედ მივედი,

სატკივარი შემეჩივლა,

სიყვარული შაგყრიაო, -

გუბერნატორთან მიჩივლა.


რედაქციაში წავედი

ჩემ სევდების დასაწერად,

პრისტავის სახლი გამოდგა,

შავიქენი დასაჭერად.


რადგან სიმართლესა ვყვირი,

მისთვის მთვლიან მე სულელად,

თითონ ვერა გამიგია,

სად წავიდე საჩივლელად.


თუ კაცს ბედი არა სწყალობს,

ზღვაზედ წყალი დაუშრება;

იეთიმ-გურჯო, მაითმინე,

არის გამჩენისა ნება. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen