ახლა ჩვენს შორის გარდუვალი მანძილი ძევს,
მთები მაღალნი, გზა უგრძესი, გზა ნაქარალი.
მზე თუ შემომხვდა, მე არ ვიცი, რა ვუთხრა მზეს,
ან როგორ ვიგრძნო, ის მზე არის თუ მზე არ არის?
რით ვიგრძნო მზე? მარტოოდენ ლანდი ვარ მკრთალი,
ჩემთვის უცხოა ყოველგვარი ცეცხლი და ელვა,
ვერც დამწვავს იგი... ადრე დამწვა თვით სხივმა შენმა.
ვერც დამაბრმავებს, განშორებამ დაშრიტა თვალი.


