კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:25

 

ისევ გაურბის მოხუც მამას შვილი უძღები,

წავა და თავის უძღებობას თანვე წაიღებს! -

და დაცლილ ტაძრებს, წაშლილ ფრესკებს და მოზაიკებს

მტვრით დაფარავენ დავიწყების ბნელი ნუსხები.


მახსოვს წუხილი აუწყველი, ცრემლი უზღველი, -

მზე ციერებმა უჩვეულო წრეში ჩაიბეს

და ანგელოსთა სავანეში მომუსაიფეს

დაესო თვალი - გამთვალავი და მომნუსხველი.


რას იზამ, სულო, ტკივილებმა, ვიცი, მოგცელეს,

მაგრამ გაუძლებ ბედისწერის ამ მიმოქცევებს;

უკვე კედელი აქერონის წყალმა დანესტა,


მაინც სულ ფხიზლობს სასოება ღამენათევი

და სიყვარულით გაჯერებულ იორდანესთან

კვლავ დალივლივებს ნათლისღების წმინდა ნათელი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen