|
თქვენი მუზაა ნაზი ამური, მის საამური ჰიმნიც შეჰქმენით; მე კი რუხ ქარხნებს მივაპყარ ყური და მედიდური ხმათა მოსმენით შევქმენ ლექსები მუსიკალური, პროლეტარული განცდით და რწმენით! და თუ დამიწყეთ კვლავ სამდურავი, რომ არ ვღიღინებ თქვენებურ ხმაზე, - გეტყვით: ნუ სწუხართ ჩემთვის ნურავინ, შრომაში ვპოვე მე სილამაზე! ჩვენ კი - შრომის და ბრძოლის ჩონგურო, დავჰკრათ, მცონარებს დავუფრთხოთ ძილი, რომ აზანზარდეს გრდემლი და ურო, როგორც ქარხნების მხნე მოძახილი. |


