|
ქალწულ ყვავილს ქალწულ ბაღში ქალწულივე ქალი რგავდა, მაგრამ ქალი მონარნარე თვით იმ ნარნარ ყვავილს ჰგავდა;
რომ ვერ ვიტყვი: ვარდმა ქალი თუ იმ ქალმა ის გაჰქურდა?
ქალს კი სიო ტუჩს უხსნიდა, სიო ზეცით მონაქროლი;
ქალს კი ყორნის თმა-ნაწნავი მოქნილ ტანზე ერხეოდა,
და მომწყურდა მათი ხილვა მათი ხილვა მეც მომწყურდა.
მითხარ, ქალო! მითხარ, ქალო! რა დაჭკნება უფრო ადრე -
თუ ეგ გული?! თუ ეგ გული?! |
| პოეზიის გვერდი • • • |


