კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 10:05

 

ზღვა სიხარული ჩამიდგა გულში, 

ზღვა სიხარულმა ლამის გამთელა, 

რას ვიფიქრებდი ამაზე გუშინ, 

ერთი პატარა ციცინათელა?!


ვუცქერი გულით ნაწერ სტრიქონებს, 

ცრემლით მევსება ორივე თვალი, 

ჩემი წინაპრის ამბავს ვიგონებ, 

რატომ უწოდეს ასეთი გვარი?


თუმც დრო გავიდა მას შემდეგ დიდი, 

თუმცა ის გვარი შემომრჩა ჯერაც, 

მე მიხარიან მაინც, რომ იგი 

დაწერა შენმა ოქროს მარჯვენამ.

 

იოსებ გრიშაშვილი - ბარათი ციცინო ჭუჭყიანს

 

ასეთ კარგსა და პოეტურ გოგოს, 

რად გიწოდებენ "ჭუჭყიანს" გვარად? 

ახ, როდის მოხდა? რატომ და როგორ? 

ვფიქრობ ნიადაგ და ვწუხვარ მარად.


ალბათ, ბატონმა იმ დუხჭირ დროში 

პაპაშენს ჰკადრა ეს სიტყვა მწარე, 

შემდეგ კი შეგრჩა ეს დანაროში, 

ვერ მოიშორე, ვერ გადაჰყარე!


მინდა, ნათლია ვიყო მე შენი, 

გითხრა ნაზ პოეტს, გულისხმიერსა: 

მოსძებნე გვარი, დროს დამამშვენი 

და განერიდე ჭუჭყსა და მტვერსა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen