|
ცეცხლის შხეფივით გაშრიალდა ჰაერში მამალი და გამოაცოცხლა ეზო ნაზამთრალი, ფერმკრთალი, მერე სათამაშო გარმონივით კრიახით ჩაკეცა, მიწას ფურცელივით გააკრა დედალი, დატკბა და გაირინდა, დადნა და დაიცალა, წუთია ნანატრი და ნეტარი.
პირველი სიყვარულის ნაპერწკლებს კენკავენ ვარია - ელპიტე და ყვინჩილა - ელდარი...
ვით მეფე ტახტიდან, მუხლები უკანკალებს და მაინც მხნედ არი!
გვარიანად დასრესილ-დაჭმუჭნილი, თანდათან იშლება, თანდათან თავის თავს ემსგავსება და თითქოს შიგნიდან ნათდება დედალი!.. |


