კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:40

 

(ვუძღვნი ჩემს მეუღლეს მარიამს რაზიკაშვილისას)

 

1

 

შენი ჭირიმე, მთვარეო,

გულში ღრმად ჩამეპარეო!

ნუ დახვალ გარე-გარეო,

ყოფნა ნუ გამიმწარეო.

მოდი, მაკოცე მალეო,

სხივები მომაყარეო!

 

2

 

დანიშნულმა მზითვის სია 

მომიტანა, გუჯრით იყო:

რა ფულ-საფენ, რა საცმელი,

სამკაული მეტი იყო. 

ჩავყევ და ვა! - იმაშია

სიყვარული არსად იყო!

სია მივეც, ვუთხარ: „ესა 

მამაშენსვე მიუტანე.

რაც შიგ არის, არა მინდა.

სიყვარული მომიტანე.

 

3

 

ქალმა თაფლი შემთავაზა,

თეთრი შოთი, გოლეული.

მე თითები გავილოკე,

გადავუდგი ტკბილეული.

„რად არა სჭამ, არ გიამა?"

- გამებუტა მზარეული

ვუპასუხე: „მადლობელი,

ცხონდა შენი გამზრდელიო.

სიმაძღრისთვის პურია, და 

თაფლი - ზოგვით საჭმელიო“.

 

4

 

ქალ-ლამაზის მგულებელმა 

გავიარე კარისასა.

ის არჩევდა სამურაბეს

თეთრ წითელი ვარდისასა.

შევსდეგ, ვუთხარ: „სამურაბედ

რად იმეტებ მაგასაო?

საიმისოდ შვინდს ხმარობენ,

ან ჟოლს, კაკლის კაწახსაო.

ვარდი კი ყვავილი არის, 

საამური თვალისაო.

შენ გაუშვი, შესაჭმელი 

ნურა გინდა მაგისაო.

 

5

(დვრინვა)

 

შიშველი ცოლი ხელში მჭერია,

მისი სიშიშვლე არ მინახია. 

მე მარტო სახე დამინახია,

მასზედ ლექსები დამიწერია.

და ტრფობა ჩემი ცად აღზიდულა,

დაბლა ერთხელაც არ დაცემულა.

თუ ვინმე მეტყვის: „სულ ტყუილია“.

მეც ვუპასუხებ: „სულ მართალია

და ტრფობა ასე უფრო ტკბილია“.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen