|
ბოლო ვარსკვლავიც თავისით ჩაქრა, თავისით ჩადგა ამაო ქარი... არა ვარ მკვდარი - რადგანაც აქ ვარ, რაც უფრო აქ ვარ, უფრო ვარ მკვდარი.
ხან გაღმა ვცხოვრობ მშვიდად და მაგრად, ხან აქეთ... ვებრძვი ცხოვრებას, ოჩანს... აქედან იქეთ არ ვიცი, მაგრამ იქედან აქეთ წყვდიადი მოჩანს! |


