|
შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით, ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში, არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე, დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში, შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი, ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს... შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.
საშინელებამ უცნაურად დაგასამარა... |


