კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:46

 

გაეფანტა შუქი მთვარეს,

სულის მომლხენს, სევდის მპარავს,

და ქვეყანას მიძინებულს

თავს ადგამდა ვერცხლის კარავს.


ანგელოზი ცის ეთერში

ღრუბლის ქულას ხვევდა მკლავებს

და გულ-მკერდზე ცას აბნევდა

მარგალიტის ქინძისთავებს.


ბუტბუტებდა ნაკადული,

ანცი წყარო კლდიდან სცემდა;

ცისდასავალს ამართული

მთის მწვერვალი ჩუმად სთვლემდა.


მინაზებულს, ფერგამკრთალსა

ტბას ეძინა მწვანე ველზე,

ვით მშვენიერ პატარძალსა

ქორწინების სარეცელზე.


ფრთაგაშლილი სიო ღამის

ევლებოდა ლხენით თავსა,

ჰკოცნიდა და მის ნაზ მკერდზე

აჩქროლებდა ვერცხლის ჭავლსა.


ალივლივდა ერთბაშად ტბა

და გაირღვა შუა წყალი,

ლბილ მდელოზე ფეხაკრეფით

ამოვიდა ტბიდან ქალი...


გამსჭვირვალე წყლის წვეთები

მიჰკდომიან ტიტველ სხეულს,

ოქროსფერი ხუჭუჭი თმა

კოჭებამდე სწვდება გრძნეულს.


სდგას. იცინის. ხელში ითვლის

პაწაწინა ბროლის კენჭებს,

ჯადოსნურად აკანკალებს

სპილოს ძვლისგან გათლილ ბეჭებს.


გადივარცხნა მან სველი თმა,

გადაისვა შუბლზე ხელი

და ღიმილით, მოხდენილად

მოუღირა მთვარეს ყელი.


დაეფრქვივნენ სხივნი მაღლით

უკოცნიან გულ-მკერდს, თმასა...

ოტარიდსა გული მისდის,

ასპიროზი მოსწყდა ცასა.


ძირს დაიღო ისევ თავი,

ყვავილებში ჰმალავს ფეხებს;

თმას იწურავს, გამონაწურს

აიაზმად ველს აშხეფებს.


ბოლოს თავი გაკვირვებით

მიმოავლო არემარეს,

ჩაიხედა წინ სარკეში,

გაუღიმა მაღლა მთვარეს -


და ვით გედი ფრთაგაშლილი,

ვით მსუბუქი ყვავილთ კონა,

ნაპირიდან მოსხლეტილი

ტბის ღია მკერდს დაეკონა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen