|
ბნელ შუაღამით დატვირთული წუთი გვიანი, დავეძებ რითმას ჩემს ხსოვნაში თვით სიკვდილისთვის. მესმის სიმღერა და ვკანკალებ - არ ვიცი რისთვის, მესმის სიმღერა უვარსკვლავო და წვიმიანი.
ჩემს სულს და ღამეს მიუნდვიათ ქვითინი მისთვის. შეირხა წუთი დანიშნული ფერმკრთალ ძილისთვის - უცხო სიმღერის დამეწვეთა ხმა შხამიანი.
მას ჩემი გული ესალმება მწარე სალამით. ძაღლი ადუმებს თავის კვნესას და ისევ იწყებს...
ღამის წყვდიადში ვიღუპებით, ვქრებით ჩვენ ორი და უკვდავ ყორნის მაგონდება მე "Nevermor"-ი |
| პოეზიის გვერდი • • • |


