|
მე მსურს ვილხინო გიჟური ლხინით, განუსაზღვრელად მსურს მე ვილხინო, დავითვრე ვნებით, დავითვრე ჟინით, და ისე მოვკვდე, არ მოვიწყინო!
ვტიროდი მწარეთ და თან ვგალობდი, ცხოვრების შვილი, ცხოვრების გარეთ, მშიერ - მწყურვალი დავწანწალობდი.
ნაცნობ კარებთან ხშირად ვდრტვინავდი, ყველგან მესმოდა: "შინ აღარ არი", - რადგან ხედავდენ, არა ვბრწყინავდი.
უდროვოთ საფლავს მითხრიდა ბედი, მაგრამ მე მაინც მტრების წინაშე, არ მომიხრია ამაყი ქედი.
სიყვარულს მღერდა ჩემი ნაღარა, მე - კი არავინ არ შემითვისა, მე - კი არავინ არ შემიყვარა!
მეწვია ჭმუნვა, უიმედობა და დამრჩა მხოლოდ უკანასკნელი: ბრძოლა, სიგიჟე და თავხედობა!
გამოვეთხოვე მეგობართ კარებს და გადავწყვიტე: არ შევიყვარო, ვიდრე არავინ არ შემიყვარებს.
რომ სიჭაბუკე სულს განმიალებს? მე გადავწყვიტე: მარად ვიმთვრალო, ვიდრე სიკვდილი გამატიალებს!
განუსაზღვრელათ მსურს მე ვილხინო, დავითვრე ვნებით, დავითვრვე ჟინით, და ისე მოვკვდე, არ მოვიწყინო! |


